ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
24 მარტი, 2014


უშენობის მუქარა

მიყვარხარ,
რაღა დაგიმალო,
ყველაფრის ჯიბრზე,
საკუთარ სულთან ყოველ წუთში მიწევს
დუელი,
ახლა მე ვგავარ იმ ძალიან ნაცრისფერ ღრუბელს,
რომელიც მართლა დამანგრეველ ქარიშხლებს
იწვევს
და
დედამიწის გადასარჩენად
შენ ერთს მოგელი.
თორემ რა დიდი საქმე უნდა
ქვეყნის არევას,
ნგრევა ხომ მართლა გაცილებით იოლი
არის,
მიყვარხარ,
რაღა დაგიმალო,
არ მსურს გაქცევა,
რადგან უშენოდ დიდი ხნის წინ
დავდარდიანდი.
მოდი, ღრუბლები გადაყარე ჩემეულ
ციდან,
მერე ერთმანეთს კედლად ვექცეთ
მზის ჩასვლის პირზე...
თორემ თუ სულში უშენობით
ისევ გაწვიმდა,
მართლა რაღატომ დავმალო და,
ქარიშხლებს ვიწვევ!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები