ნაწარმოებები



ავტორი: როენა_0310
ჟანრი: პოეზია
29 მარტი, 2014


განმერიდე..

განმერიდე.. ვარსკვლავების ხურავს რიდე
ამ ცას, ამ ზღვას და ოცნების ქარავანს..
განმერიდე.. გულის ნაცვლად ლექსი მიდევს
საგულეს და …სულში მითრთის ფარვანა...
დამივიწყე... კავალერად ვერ მომიწვევ,
შტრაუსს უკრავს ქარი ჭადრის ტოტებით,
ნუ შემაკრთობ, მინდა ბინდის ფრთებზე ვიწვე,
მე ისედაც ნაზად მომაგონდები..
თეთრ მტევანთა მარაოში სახეს ვმალავ
და ვანელებ სევდას, გადანამეტებს,
ჩუმად ვეძებ,  საშველივით,  როგორც წამალს...
წარსულ დღეთა  შემორჩენილ  ფრაგმენტებს..
განმერიდე.. ვარსკვლავების ხურავს რიდე
ამ ცას, ამ ზღვას, კალთებხატულს  მითებით..
განმერიდე.. გულის ნაცვლად ლექსი მიდევს
და ამ ლექსის სტროფებს შენ ერითმები..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნინო კახიძე ვულოცავთ დაბადების დღეს