ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
27 მარტი, 2014


წერეთლის სკვერში

წერეთლის სკვერში, გრძელ სკამზე გაშლილს
უზრუნველ ძილით ეძინა - გლახას.
გამოქცეოდა ჯიბიდან ვაშლი,
თითქოსდა პატრონს ეძებდა ახალს...

როგორ მომინდა, იმ წამს, გამეგო
სად დაფრინავდა გლახა სიზმრებში?
ანდა, ის ვაშლი მაინც ამეღო
და კვლავ ჩამედო მისთვის ჯიბეში...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები