ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ასეთი სახით რო დაიბადები, მერე ალბათ მთელი ცხოვრება გაუგებრობაში უნდა იცხოვრო. შესიებული ყვრიმალები და ქუთუთოები, უპროპორციოდ დაბერილ-დაბრეცილი ტუჩები. ნახევრად ღია, სხივგამქრალი თვალები... მაგრამ ცხოვრება რა თქმა უნდა მშვენიერია! ღმერთო მაინც დიდი მადლობა, რომ ნათელმა შეცვალა ბნელი და გათენდა. კაცმა რომ თქვას, ენას ძვალი არა აქვს და რაზეც უნდა, იმაზე იწუწუნებს, თორემ ასეთი სახე შეიძლება წუხანდელი ლოთაობის ბრალიც იყოს. თუ ვიკიპედიას დავუჯერებთ, საქართველოს მეორე სამრეწველო და კუტურულ ქალაქში, ან თუ არ დავუჯერებთ, უბრალოდ ქუთაისში სამი წლით წასული და სასწაულით დაბრუნებული კაცისთვის ლოთობა არც დასაძრახია და მით უმეტეს, არც საგანგაშო. ეს შეიძლება უბრალოდ თვითდამცავი მექანიზმი იყოს, რათა თეთრი ყვავივით არ გამოჩნდე ირგვლივ მყოფებში და შავი ნისკარტების მსხვერპლი არ გახდე. იმათთვის ვინც დაიბნა: კაი ხანია უკვე ქუთაისიდან წასულების უკან დაბრუნება ან მათ უჭკუობაზე მიუთითებს, ან სასწაულზე. ზემოთ ნახსენები სასწაული, ავტორის უმორჩილესი თხოვნით, ჩათვალეთ მის ოპტიმიზმად. მე ვცხოვრობ ყველასთვის ცნობილი და საყვარელი მხატვრის ალექსანდრე შმიდტის ქუჩაზე. მიუხედავად მცირე შანსისა, შეიძლება ვინმემ ამ ქუჩის მდებარეობა არც იცოდეს, ამიტომ გეტყვით. ბულვარის გაჭრის შემდეგ ოთხ დამოუკიდებელ შმიდტის ქუჩად გაიყო და ასე აღმოვჩნდი მე იმ ნაწილში, რომელიც იწყება ბელკაიას მაღაზიიდან (ოთხმოციან და ცოტათი ოთხმოცდაათიან წლებში ყოფილი ბიბლიოთეკა) და მთავრდება აბესალო გორდაძის დარგულ მუხასთან. ოთხმოცდახუთი წლის მოხუცის ეს მარკეტინგული გათვლა აუცილებლად ყურადსაღები იქნებოდა ადგილობრივი ხელისუფლებისათვის, ამ უკანასკნელთ, სულ მცირე, ყურები მაინც რომ ჰქონოდათ. ათი წლის მკვდარი აბესალოს გახსენების გარეშე არ ჩაუვლია არც ერთ გადარევას ჩვენი სისხლებისა და ციცოს ვითომ ვარციხის კონიაკის ქარხნიდან წამოღებული, შეფერადებული ჭაჭისა. ვინც დაიბნა, იმათთვის ნაბახუსევი, როგორც მოგეხსენებათ, სულის და სხეულის ისეთი მდგომარეობაა, როცა შეგიძლია ყველაფერზე იფიქრო და ილაპარაკო, რაც თავის, გულის და სინდისის ტკივილს დაგავიწყებს. აქვე ავტორი სულგრძელად ითხოვს პატიებას აბესალო ბაბუას სულისგან, მითვის არასაკადრის ნაწერში ხსენების გამო. მოკლედ ეს ამბავი ქუთაისში ხდება,- იქ, სადაც პარლამენტია, იუსტიციის სახლია, საგადასახადო სამსახურია, ფალიაშვილის სახელობის ოპერა, მესხიშვილის სახელობის თეატრი, ბიკენტიას საქაბაბე, ქოთანას დუქანი და ბელკაიას მაღაზიაა. მოკლედ ახლა აბაზანაში რომ არ ვიდგე და წინ სარკის მაგივრად ბაგრატის ტაძარს ან ოქროს ჩარდახს ვხედავდე, ჰოლივუდის ღიმილით გავიღიმებდი და ვიტყოდი: ,, ქუთაისი კონტრასტების ქალაქია”. მაგრამ ღმერთმა ინება, რომ აქ ვიდგე და კბილების გამოხეხვაც კი მეზარებოდეს. წესით აქ არავინ უნდა დაბნეულიყო. მოთხრობა რომ მოსაწყენი არ გახდეს და სიუჯეტისთვისაც, მამა-პაპათა წესი მოითხოვს, თხრობა და პერსონაჟი აბანოდან გამოვიდეს და ამ უკანასკნელმა სტუმარს კარი გაუღოს, იმიტო რო აქ , უფრო სწორად,- აქანე, ქუთაისია და მარტოობა ფუფუნებაა. - ხელოვუ, ზასტაველო კაზანოვავ! ორნი არიან კარებში. ერთი ხელმოცარულად წაიქუჩისბიჭებს და მეორე ხელმოცარული ინტელექტუალია. - ლევანია, არ გიხდება მასეთები! - ვუთხარი მე და ავათვალიერე. გაცრეცილი ჯინსი ეცვა, სპორტული ზედა, შიგნით ნახევრად ამომაჩაჩული მაიკა. არ მეგულება მე პირადად კაცი, ასე მოუწესრიგებელი ჩაცმა უხდებოდეს. იმ სამი წლის მანძილზე, რაც მოსკოვში დავყავი, ბევრჯერ ვცადე ლევანიასნაირად ჩამეცვა, ჩავიცვი კიდეც, მარა ისე არ მიხდებოდა, როგორც მაგას და ისეთ რამეს, რაშიც ვიღაცა აშკარად მჯობია, ყველაფერს ვერიდები. ალბათ პატივცემული მკითხველი უკვე მიხვდებოდა, რომ ავტორი და პერსონაჟი რომელიც ამბავს ყვება, ერთი და იგივე პიროვნება არ არის. - რაო, რა ჩუმად ხარ, შე ჩემა! - მივუბრუნდი ბორხესას. ბორხესს ვუძახით, უფრო სწორად, ჯერ კიდე ბავშვი რომ იყო, თვითონ მოითხოვა, ბორხესი დამიძახეთო, ისე ბორისი ქვია. იმდენი დავცინეთ მაშინ, ახლა მთლად რო ხორცი ამოიჭამოს, არა ვარ ბორხესაო, მაინც ბორხესაა. ლევანიას დღესაც გონია, რო ბორხესი რომელიღაც წიგნის სუპერგმირია. - დილიდან ტვინი მოტყნა. შენზე მაგარი აკრეფილი აქვს. - მითხრა გამაფრთხილებლად ბორხესამ. ახლა ჩემო მკითხველო ( ,,მკითხველოს'' წინ ,,ძვირფასოს” არდაწერა მხოლოდ ავტორის სიყალბეების მიმართ ზიზღზე მიუთითებს), საჭიროდ ვთვლი, თქვენს ერთ ნიუანსში გათვითცნობიერებას. ნებისმიერი არაქუთაისელი ქუთაისში მოხვედრისას გრძნობს რაღაც უჩვეულოს, რომელიც ყურის ნიჟარიდან იწყება, გაივლის ლოკოკინას გრდემლ-ჩაქუჩ-უზანგს და ტვინში მიღწეული აგზავნის იმპულსებს ტუჩის კუთხეების განზე გამწევ კუნთებთან. ეს ერთი შეხედვით ურთულესი მექანიზმი გამოწვეულია ქუთაისლების მეტყველების განსაკუთრებულ უნართან, აამოქმედონ ან გააღიზიანონ ეს იმპულსები. ტექსტში ნახსენები ყველა უჩვეულოდ დამახინჯებული არსებითი თუ ადამიანის სახელი ჩათვალეთ ნახსენები მექანიზმის გააქტიურების ავტორისეულ მცდელობად. ავტორი მედიცინაში ვერ ერკვევა და ტერმინოლოგიურ და ანატომიურ შეუსაბამობებზე გთხოვთ ნუ გამოეკიდებით. სმაილი კი ინგლისური სიტყვაა და გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, - ჩვენებურად ტუჩის კუთხეების განზე გაწევას ნიშნავს. ბორხესას განუყრელი ხინკალა ქუდი ეხურა, რომლის ქვემოდან გრძელი თმები მოუჩანდა. შავი სათვალე პერანგის ჯიბეზე ჩამოეკიდა და რომ შემომხედავდა, მე მირეკლავდა, ლევანას შეხედავდა, -ლევანას. მე ყოველთვის ყველაფერი შუალედურის მომხრე ვარ. ბორხესა, ჩემი აზრით, სულ ოდნავ ზედმეტად ნაკითხია და ლევანა კი სულ ოდნავ ძველი ბიჭი. ამათ ორივეს მაღალი ქალები მოწონთ, მე საშუალო სიმაღლის. ამიტომაც მე უფრო ბევრი ქალი მყოლია. ლევანა კუხნისკენ წავიდა. ელექტრო ჩაიდანის ღილაკს დააწვა, მერე მაცივარი გამოაღო და ყავა თუ გაქვსო,- მკითხა. ყავას მაცივარში რა უნდა, შე ჩემა-თქო, - ვუთხარი. ეგრევე მივხვდი ჩემი პასუხის უადგილობას, იმიტო რო ლევანამ ყურადღებაც არ მომაქცია, ისე გამოიღო გაერთმესამედებული ერთჯერადი პეჩენიებიანი პარკი, მერე კარადიდან ყავა გამოიღო და მზადებას შეუდგა. - მე ჩაი გამიკეთე რა! მისკდება თავი! - ვუთხარი. -ახლა ბევრს ნუ აიღებ შენ თავზე. პივა მოგიტანა ბორხესამ. როდის დადეს ორ ლიტრიანი ,,მთიელი" მაგიდაზე, არც შემიმჩნევია. - კაი ბატონო! შენ როდის მერე არ სვამ პივას? - მივუგდე ლევანას ისე, რო პასუხით არც დავინტერესებულვარ, - აბანოში შევედი და, როგორც იქნა, ცივი წყალი სახეზე შევისხი. ბორხესამ ჯერ მთელი სახლი აირეკლა სათვალეში და მერე ჩემს ,,ასუსთან" დაჯდა, მერე ფრანის ,,ხე” ჩართო, ,,ხოა ქურდული პროსტა!" - ლევანას უთხრა. - ქურდული კუჩინია! - აჯახა ლევანამ და გავიგონე, როგორ მოხვრიპა ცხელი ყავა. - გამორთე რა! ისედაც ცუდად ვარ! - შევეხვეწე ბორხესას, სავარძელზე მივეგდე და თვალები დავხუჭე. იმან მხოლოდ დინამიკს დაუწია. - ბიჯო, ბელკაიას მაღაზიაში რო შეხვალ, იმენნა წიგნების სუნი დგას.” - რატო თუ იცი? - ვკითხე ისე, თვალებიც არ გამიხელია. - იმიტო რო ბიბლიოთეკა იყო, შე ჩემა! - თქვა ბორხესამ, მიუხედავად იმისა, რო იცოდა, ყველამ ვიცოდით. ,,კუპატები იყიდება, კალბასები, არყები და მაინც წიგნის სუნია.” - აუ ახლა ბელკაიას მაღაზია სირზე მკიდია მე! - თქვა ლევანამ და კი არ დადო, დააგდო ჭიქა მაგიდაზე. - დამიმტვრიო იქნება! - ახლა გავახილე თვალები. - დაგიმტვრიო, თვარა მადონასია!- მითხრა და სავარძელთან ჩამიცუცქდა. - რა ქენი გუშინ, მოდღანი ის ვარდისფერტრუსიკიანი? - ისე ჩუმად მკითხა, ბორხესა იძულებული გახდა, მთლად ჩაეგდო ხმა დინამიკისთვის. ,,დღვნა” უცნობი წარმოშობის სიტყვაა და გაუკურმართებულ სექსს ნიშნავს. დღეს გამოყენებაში მხოლოდ იუმორის გრძნობის მქონე დასავლეთელ აცვენილ ბიჭებში გვხვდება. ავტორი თავს დამნაშავედ გრძნობს მკითხველის წინაშე, რადგან ამ უკანასკნელმა ვარდისფერტრუსიკიანი გოგოს არსებობა ახლახან შეიტყო.
წინა დღე - ეს სამყარო გაჟღენტილია ტყუილებით. სულ ოდნავ ჩაფიქრება და იმდენ ტყუილს აღმოაჩენ... - ბორხესას უკვე ეტყობოდა სიმთვრალე, რაც, მე თუ ვინმე მკითხავს, მისი ერთ-ერთი საუკეთესო თვისებაა. მე წინა მაგიდაზე მსხდომ ქალებს ვუყურებდი, უფრო სწორად ჩვენგან ზურგით მჯდომ ახალგაზრდა ქალს და მათემატიკური სიზუსტით თუ ვიტყვი, იმ ქალის ლურჯი ჯინსის სათავეს, ვარდისფერი ტრუსიკის თითქმის ზედა ნახევარს, გავის ძვლის რამდენიმე ბორცვს და ლურჯი მაისურის ქვედა მეექვსედს. ლევანია ხინკალში ძმრის განზავებით იყო გართული. ხანდახან მე შემომხედავდა, ჩემ მზერას თვალს გააყოლებდა და ლუკმა ყელში ეჩხირებოდა. ხან ბორხესას ლაპარაკს აწყვეტინებდა ხინკლის შეფიცხების თხოვნაშეპარებული მოთხოვნით. - აი, მაგალითად, არსებობს ფერი ვარდისფერი, ხო, მაგას შენ რო მიჩერებიხარ, ახლა წითელი ტრუსიკი რო ეცვას. . . აქ ალბათ წმინდა ძალები არია ბორხესამ, რადგანაც ჩემი ინტერესიანი თვალები რამდენიმე წამით მიიპყრო. - აი წითელ ტრუსიკზე ხო არ იტყოდი ვარდისფერიაო? არადა, ვარდი წითელიც არსებობს. თეთრზეც არავინ ამბობს, რომ ვარდისფერია. ია სულ იისფერია, ნარინჯიც სულ ერთი ფერია, სტაფილოც არ არსებობს სხვადასხვა ფერის და ვარდი უამრავი ფერია და მაინც ვარდისფერი... - ცაც მასე არაა? - ვუთხარი მე სხვათა შორის და იმ ქალის წელს გავხედე. ახლა შევამჩნიე, - მაისურზე წრეში ჩახატული პირში სიგარეტგაჩრილი კაცი ეხატა, რომლის წინ ქალი ჩაცუცქულიყო და წრეში ჩასმული ორი წითელი ხაზი ერთმანეთს კვეთავდა მამაკაცის შარდგამომყოფ ორგანოებსა და ქალის სამეტყველო აპარატზე. წრის ზემოთ წარწერა: no smocking. მაგიდაზე დაგდებული ,,გალუაზის'' კოლოფიდან ერთი ღერი ამოვიღე და ყველაზე ღრმა ნაფაზი დავარტყი, რაც ოდესმე დამირტყამს. ლევანიას ოფიციანტი ყავდა დათრეული და რაღაცეებს უხურებდა. - ცა მასე არაა, ბიჯო. - ჩაილაპარაკა ბორხესამ კაიხელა პაუზის მერე. ვქეიფობდით ფულით, რომელიც ლევანიამ გაჩითა, უფრო სწორად, ღიად დარჩენილი X-5-ის სალონში ნაპოვნი ნიანგის ტყავის ჩანთიდან ამოიღო. მკითხველი ნახსენები ფაქტის გამჟღავნებას ნუ ჩათვლის ავტორის ჩამშვებლობად ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერად, უბრალოდ ის პატიოსანი და კეთილშობილი მოქალაქეა და თავის თავთან არ იქნებოდა მართალი, ხმამაღლა რომ არ ეთქვა. აქვე ავტორი კულინარიულ ცოდნასაც გაგიზიარებთ. იმ მამლის ხორცი უფრო გემრიელია, რომლისთვისაც სულ ერთი არაა, გათენდება თუ არა. - ბიჯო, ბჟიტი ტყემალში მოვატანიო? - გვკითხა უცებ ლევანამ. -ჩემი პატარა პრინცია ეს ჩემისა! - მითხრა ბორხესამ და თავი ლევანიასკენ გადააქნია, მერე ოფიციანტს ახედა და ,,ციდანაა ჩამოფრენილი და იმიტოო”-აუხსნა. ლევანამ თვალი თვალში გაუყარა ბორისს, ჩუმად ჩაფშტვინა და სტვენის მელოდიაზე ხელი თავის შარვლის ზმეიკისკენ ჩაიქნია. - ლევანჩიკ, ძმურად, იმ გოგოებს გავუგზავნოთ ბჟიტი! - შევეხვეწე. ბორხესას გაეცინა. ლევანა ახლა მთელი ტანით მიტრიალდა გოგოებისკენ და კარგად დააკვირდა. მერე მე და ბორხესა ორივე განგავცვიფრა, როცა ოფიციანტს უბრძანა, იმათ ჩვენგან ბჟიტი ტყემალში მიუტანეო. ჩვენთვის შვიდასგრამიანი წიწაკის ,,ნემიროფი" და იმერული ხაჭაპური დაამატებინა. - ბიჭები, დღეს ჩემი დროშა უნდა ავაფრიალო რაიხსტაგზე! სამი თვეა უკვე არც მგონია, თუ ფრიალობს საერთოდ! - ვთქვი მე და მოსკოვში გატარებული დრო გამახსენდა, ზუსტად ისე, ბაბუაჩემს რო ახსენდებოდა წყალტუბოს სანატორიუმები. მოსკოვში ყველაფერი ადვილია. ჯერ ერთი, რო იქ ნასვამი სლავი ქალისთვის ქართველი მამაკაცი ხუთი–ათი სანტიმეტრით მეტს ნიშნავს, ვიდრე რუსი, ღამეში ხუთი სექსი მაინცაა და აქედან მინიმუმ ოთხი უეჭველი ორგაზმია, ასეთ რამეზე კიდე წმინდა კატუშას დედათა მონასტრის მონაზვნები თუ იტყვიან უარს მხოლოდ. თან რუს ქალთან ურთიერთობაში ჩემთვის იყო პატრიოტიზმის ელემენტებიც. ნიზკი პაკლონ ვაში კრასატი და ვეძებდი მერე დილით დაკარგულ პულსს. აქ კიდე ქუთაისი ჯერ ისევ საქართველოს მეორე კულტურული და სამრეწველო ქალაქია და მასე იოლი არაფერია. ესენი კი არ გვანან არმკადრებლებს, მარა მაინც. მიიტანა, როგორც იქნა, შავბაბოჩკიანმა მიმტანმა ჩვენი გაგზავნილი ბჟიტი ტყემალში იმათ სუფრაზე და ჩვენკენ ანიშნა. მოტრიალდნენ და მადლობის ნიშნად გამომწვევად გაგვიღიმეს. მერე კითხვები დააყარეს მიმტანს, რა კერძია, რისგან შედგება ,ბჟიტი რა არის და ასეთები... მერე კი დაახლოებით, როგორც რკინის ლედი იზამდა ამას, ისეთი პეწით დაგემოვნება დაიწყეს. იმ ვარისფერტრუსიკიანის სახე ზუსტად ისეთი იყო, შეკერვა რო არ გამიჭირდებოდა, ასე მომეჩვენა მე. შენიშვნა: ავტორი დარწმუნებულია, ბჟიტის მნიშვნელობა ყველასთვის გასაგებია და რათა მკითხველმა თავი შეურაცხყოფილად არ იგრძნოს, ახსნისგან თავს იკავებს. - კაროჩეე, მორჩებიან თუ არა, უნდა მივაჭრა! - არაყი ჩამოვასხი, ერთ ნაჭერ იმერულს დავწვდი და სისხლძარღვები უსადღეგრძელოდ გავიფართოვე. - ახლა მაგას ნიორის სუნი ექნება უკვე პირში! - სიცილით მითხრა ლევანამ. - ამას არაყის სუნი, იმას ნივრის, ვერ გადადებენ ერთმანეთს ვერაფერს. - თქვა ბორხესამ. რთული შერწყმული საგინებელი წინადადების შედგენა დავიწყე გონებაში, რომ ვიღაც ტიპმა შემაწყვეტინა, უფრო სწორად, იმ ვარდისფერტრუსიკიანს ჭამა შეაწყვეტინა. მელოტმა სინთეზატორისტმა მიკროფონი ტუჩზე მოირგო და ლევანას საყვარელი და ბორხესას საძულველი ,,მარჯანჯან” მოსცხო - ჩხუბში ყოველთვის არის რომანტიკა. - ჩემს გასახელებლად თქვა ბორხესამ. ლევანამ კი ,,ნემიროფის" განახევრებული ბოთლი ღიმილმორეულად მიიწია ახლოს. ჩიტი მის დღეში არ ვყოფილვარ და მაგის ჩიტი ნაღდად არ ვიყავი, ამათ წაქეზებაზე წამოვგებულიყავი. ისე სივში ჩასაწერ გაფრენებს მეც გავიხსენებდი. იმ ტიპმა რო მიმასწრო, მაინც მაგრად გამიტყდა. ნუ ისინიც სამნი იყვნენ და თუ რამე, მასე იოლად ნაღდად ვერ მოგვერეოდნენ და თუ სალაპარაკო გახდებოდა, ლევანა ათჯერ სამსაც არ ამოაღებინებდა ხმას. რესტორნის, უფრო სწორად ჩვენი ფინანსების დაზარალება რო მოყოლოდა, ეს მაფიქრებდა ცოტას. იმდენ ხანს გაუგრძელდა იმ ბიჭს საუბარი, აშკარად იქ არ სტროჩკავდა, სადაც საჭირო იყო და ამდენ ფიქრში მეც გადავწყვიტე, რო ჩვენი გაგზავნილი ბჟიტი ტყემალში მაგ ტიპს კბილებს მოკვეთდა. - ებიჯო, თუ გაქ ტრაკი, მიდი! - ამოუვიდა ლევანას ყელში. - შენც ვარდისფერტრუსიკიანი ხო არ ხარ! ჩემი ლურჯი კელვინ კლაინის ასე უდიერი ხსენება აღმოჩნდა პიკი და წამოვდექი. - ბიჯო, - დამიძახა ბორხესამ, - მოიწმინდე მა ფქვილიანი ტუჩები! ტუჩები ცერა და შუა თითით გავიწმინდე, სიგარეტს მოვუკიდე, წეხანდელი ჩემი ნაფაზის რეკორდი მოვხსენი და დავიძარი. ახლოდან ის ბიჭი უფრო ჯანიანი აღმოჩნდა, ვიდრე ჩანდა, მარა არც ისე სიმპათიური. ხელი ამ ვარდისფერტრუსიკიანის საზურგეზე ქონდა ჩამოდებული და პირდაპირ დეკოლტეში უყურებდა. დეკოლტე კი ფრანგული სიტყვაა და იმ მთებს ნიშნავს, მუჰამედთან რომ არ მივიდნენ. - ერთი წუთი, ჩემი ძმა! - ვუთხარი, ხელი ძალით ავაწევინე, მერე იმ გოგოს მაჯაზე რბილად მოვკიდე, ყურში ვუთხარი ვიცეკვოთ-თქო და თითქმის ძალით წამოვაყენე. მის დაქალებს პირი ღიად კი დარჩათ, მარა იმ ტიპის პირს ვერც ერთის შეედრებოდა. ვარდისფერტრუსიკიანმა ერთი გაიღიმა და დამყვა. ახლა ჩემი თავხედობა რო ზღვარს კილომეტრებით გაცდა, მაგი მეც ვიცოდი, მარა ხვეწნით იმ ბიჭსაც არაფერი გამოუვიდა და მე რა გამომივიდოდა. გავიყვანე სადაც ხალხი უკვე ცეკვავდა. თითებზე მისი წელის სიტბო უნდა მეგრძნო, ვიღაცის ხელმა რომ შემომაბრუნა და მუჭის ოთხი ამოზნექილი ძვლის დანახვა მოვასწარი. ცხოვრებაში უფრო მეტი მარტლა ამიცილებია, ვიდრე მომხვედრია, მარა სხვაობა იმ დღეს იმ ტიპმა შეამცირა. ბევრი ვეცადე, არ წავქცეულვიყავი, არ გამომივიდა. წამოხტომა მინდოდა უცებ, მაგრამ ეს გოგო ჩემთან ჩაიცუცქა, ორივე ხელები ლოყებზე დამადო და როგორ ხარო, - ლიქიორის და ტყემლის სუნი შემომასუნთქა. მოცილება მინდოდა, ბრაგუნი რომ გავიგონე და ის ტიპი უგონოდ დაეცა მეტლახზე. ლევანიას ხელში ისევ მთელი ,,ნემიროფის'' ბოთლი ეჭირა და ბოლო ხმაზე იგინებოდა. შემოსასვლელიდან დაცვის ბიჭები მორბოდნენ, სამზარეულოდან ოფიციანტები, ბორხესა ლევანჩიკას გვერდით იდგა და იმ ტიპის წამოჭიმულ ძმაკაცებს რაღაცას უყვიროდა. საგიჟეთია ქუთაისი. ხელით სახე ნელა მოვისინჯე, ყბა კი მიჟრუოდა, მარა სისხლი არ მდიოდა. მერე ამ გოგოს თვალებში ჩავხედე და ხიფათიანი ხალხი ვართ ქუთათურები-თქო. - ვუთხარი და გავიღიმე. იმანაც ჩაიცინა და წამოდგომაში მომეხმარა. რაში მჭირდებოდა. ჩხუბი უკვე ფინიშისკენ იყო. მხოლოდ გაწევ-გამოწევა და უწმაწური გადაძახილები ისმოდა. იმდენი ხალხი, დაცვა დ ოფიციანტი მოგროვილიყო, ძაან რო მოენდომებინა ვინმეს, მეტი არც არაფერი გამოუვიდოდა. იმ ტიპის თავის მეტი არც არაფერი გატეხილა. ლევანა ბოთლს ხელიდან არ უშვებდა. უკნიდან მივადექი და ჩუმად ვუთხარი: ,,წევედი მე”. სად ჩემ ყლეში მიდიხარო! - მომაძახა, მარა პასუხი არც გამიცია, ვარდისფერტრუსიკიანის სკამიდან მისი ჩანთა მოვხსენი, გოგოს ხელი ჩავავლე და გარეთ გამოვიყვანე. ასე მეგონა, ნიკეას გამზირზე კი არა, კუტუზოვსკი პროსპექტზე მივაბიჯებდი. მინისტარის გზაჯვარდინზე ვაკოცე პირველად. მერე თუ გინდა ქუთაისს დაგათვალიერებინებ, თუ გინდა შენთან ჩაიზე დამპატიჟე-თქო, როგორც შენ გინდაო. ჭავჭავაძის გამზირს დავაკვირდი კარგად, - ნაღდად ჭავჭავაძის იყო. მაშინ, ხარაშო, - ვუთხარი მე, - ახლა ისეთი მთვრალი ვარ და შენც თუ ჩემი ძალიან არ გეშინია, ჩაი მირჩევნია-თქო. საშიში და ჩაის მოყვარული კაცი მე არ მინახიაო, - მითხრა. თვითონაც კაი ნასვამი იყო. თან მე ნომერში დაცვა მყავსო. დაცვა ნაღდად არ დამიჯერებია, მარა მაინც ვუთხარი, ჩემთან დაცვა შენ არ გჭირდება, შეგიძლია გაუშვა, მაგანაც ვინმესთან ჩაი დალიოს მეთქი. გავიცინეთ ორივემ. საფიჩხიაზე სასტუმრო ,,დიანა”-ში ყოფილან გაჩერებულები ეგ და მისი დაქალები. დაცვა გაბანჯვლული, ვირთხისხელა იორკშირ-ტერიერი შეიქნა, ერთი ტკბილი ბგერა რო არ დაცდენია, - სულ იღრინებოდა და იღრინებოდა. ათას დოლარიანი ძაღლიაო, ისე მითხრა, ჯიბეში დაკუჭული ათლარიანი ამეწვა. ჩაის მაგივრად ცოტა კონიაკი მივარტყი და ვაფრიალე ჩემი ალამი შუაღამემდე. არ მიყვარს, ქალები რო თვითონ იხდიან ტრუსიკს, არ მომხდარა ჯერ ისე, ქალისთვის საცვალი გამეხადოს და მიწის მიზიდულობის ძალა არ დაჩაგრულიყოს. დილით ექვს საათზე გამეღვიძა. ოთახში ისეთი მძიმე სუნი იდგა, ცოტაც და გული ამერეოდა. შუქის აუნთებლად ფეხაკრეფით გავედი სამზარეულოში და ონკანის წყალს პირი შევუყუდე. იმდენი დავლიე, ახლა წყალი დამაწვა გულზე და მომეჩვენა, პლასტმასის გემო დამიტოვა თითქოს. ვიფიქრე, რუსი ქალების წარმოდგენები და მაგათი დედაც, მშვიდ ძილს გავაგრძელებ, ბოლოს და ბოლოს ქართველია, ამას რას მოატყუებ-თქო. შევედი თუ არა ოთახში, სუნზე ისევ წამომაზიდა. ტუალეტში გავიქეცი და ვერ მივაღწიე. ზუსტად ტუალეტის კარებთან ვაღებიე. კვატივით ვარწყევდი და ტყემალში ჩაწყობილი ბჟიტის სუნი მცემდა. როგორც იქნა, სული მოვითქვი. ვარდისფერტრუსიკიანის დაცვა სულ მწუ-მწუთი გამოვიტყუე საძინებლიდან და ე, შენ თუ მიშველი ახლა-თქო და სულ ტხლაპა-ტხლუპით დაიწყო ჩემი გადარჩენა. საძინებელში შევედი. ისე ფშვინავდა, მეთქი ხო არ იგუდება ეს ჩემისა, ხელის ცეცებით სიბნელეში მოვძებნე ტრუსიკი, შარვალი, მაისური, ნასკები. ფეხსაცმელები შემოსასვლელში ჩავიცვი, კარი ჩუმად გამოვიხურე და გამოვიპარე. საფიჩხიას დილის ცივი ნიავი ბორჯომზე უკეთესია ნაბახუსევზე. მოვდიოდი დაღმართში და მიუხედვად სირცხვილისა, მაინც კმაყოფილი ვფიქრობდი. ბორხესა იძახის, ჩვენო დუმფარები ვართო. ეს ქალაქი ჭაობია და იშვიათად, რო ვინმე არ ჩაძიროსო. ვინც ვერ ჩაგვძირა, დუმფარები ვართ და მანამ ვიყოთ კარგად, სანამ დუმფარები ჭაობში არ ჩაიძირონო. მაგი ქუთაისზე აღრენილია. ამ ქალაქის გამო ერთხელ ერთს დაშორდა. ყველა სიყვარულის დედას არ შევეცი ერთი, ბორხეს, როცა რაიმეს გამო წყდება? ჩვენ გვჩვევია პროსტა გადაბრალებები. ამასობაში თეთრ ხიდზე გადმოვედი და ბჟოლებისკენ ჩავუყევი. ჩემი ერთი სომეხი ძმაკაცი იძახის, ეს ქალაქი მაგნიტს გავსო, აქ თუ ხარ, მიგიკრავს და განძრევის საშუალებას არ გაძლევს, მოშორდები და წიანეტ, წიანეტ, წიანეტო. აი ლევანჩიკა იძახის ჩესტნად,- ქუთაისი ბნელია, მარა დედისმტყვნელიაო. მე კიდე ქუთაისი იმიტო მიყვარს, რო ოღასკურას სასაფლაოა აქ და კიდე იმიტო, რო სხვაგან რო სირცხვილით დაიწვები, აქ იმაზე სიკვდილამდე იღადავებ. და კიდე იმიტოც, რო აქ ვიღაც ნაშა ჩამოვა თავის ათასდოლარიანი ძაღლით, დილამდე იხმარ, მის ძაღლს ნარწყევით გააძღობ და გამოუმშვიდობებლად დაეთესები. იგი მაინც კმაყოფილი წავა, იმიტო რო ქუთაისლები უცნაურად კაი ტიპები არიან და ყველგან მასეთებს ვერ გადაეყრები. ისე კი დუმფარაც კაი უცნაური მცენარეა. ნინოშვილის ქუჩა ჩავიარე და პატარა ბაზართან გამოვედი. ღადაობა იქეთ იყოს და მაინც გულის სიღრმეში მიტყდებოდა ჩემი საქციელი. აბესალო გორდაძის დარგულ მუხას კენწეროზე ელამუნებოდა ამომავალი მზის სხივები, სახლს რო მივაღწიე. დაბანის თავი სად მქონდა, გაუხდელადვე მივეგდე ლოგინზე იმ იმედით, რომ გაღვიძებულს არაფერი მემახსოვრებოდა. . . . _ ააფრიალე შენი ბაირაღი თუ არა ბოლოს და ბოლოს? - ჩამაცივდა ლევანა. _ ნაპერწკლები არ გავაყრევიე? - ისეთი ტონით ვუპასუხე, ეჭვის შეტანა როგორ გაბედეთს რო ნიშნავდა. ამათმა სიცილი დაიწყეს. _ რა იყო უქიმერიონში ვართ? _ უქიმერიონში ბოზები არიან! - შემიღრინა ლევანამ. _ აბა რა დაკითხვა მომიწყვეთ! _ შენი ნატრაკი არ იქნა! გუშინ შენ შეგვატოვე იმ ხალხს და წესიერი პასუხის გაცემაც არ გინდა? - ამოიღო ხმა ბორხესამ. _ მოვლენ იგენი ამ საღამოს. _ მევიდნენ. მაგენის დედაც მოვტყან! - ჩავილაპარაკე ჩემთვის. _ პარაბელუმთან ძველი ტეტეც უჯრაში გდია თუ რა იყო? - ნერვებს მიშლიდა ბორხესა. _ გათხრიან ტრაკში. _ ბიჯო, თქვენ შარზე ხო არ ხართ? _ აბა თქვი, სად წადი გუშინ. _ საფიჩხიაზე ვიყავი სასტუმროში. _ შენ მთელი ღამის ნასიამოვნები ხარ ახლა? _ რა გინდათ, ბიჯო, რა შემეცით, ვიდეოს ხო არ გადავიღებდი. _ დას ისტ ფანტასტიშ! და რამე - გაეცინა ბორხესას, ლევანას წარბი არ გაუხსნია- ეს ყველაფერი იმისთვისაა, რო ესენი ჩემი გუშინდელი საქციელის გამართლებას მაშინ შეძლებენ, თუ იმ გოგოსთან ყველაფერი ისე მექნებოდა. როგორც ფრანგულ კინოებშია, იმიტო რო ეგ აქ იშვიათობაა და ყველას ეპატიება, მე კიდე მასეთი პახაბნი ნაღდად არა ვარ, ქალებთან სექსზე დამამტკიცებელი საბუთები ვიგროვო. _ რა იყო გუშინ დაგიბრაგუნეს ? - ვცადე თემის შეცვლა. _ მაგენის დასაბრაგუნებელი აგერ მაქვს! - თქვა ლევანამ და თავი დაიქნია. _ ხოდა, გამანებეთ თავი, ისედაც ცუდად ვარ! _ არ შეიძლება, ბიძია, მასე არ შეიძლება! – მაღიზიანებდა მაგრად ლევანას ლაპარაკი და ისე გავხედე, რაც შემეძლო, ვაგრძნობინე. _ შენ მაინც ასწავლე რამე! - უთხრა ხელისჩაქნევით ბორხესას. _ ერთ ჭიქაში ერთ გრაფინ წყალს ჩაასხამ? - უპასუხა ბორხესამ. _ ებიჯო, იდი ნახუით ახლა! - მართლა ამომიყვანეს ყელში. _ ჩვენ კი წავალთ, მარა მოვლენ იგენი ამ საღამოს და გაგირომბავენ თავს. _ აგერაც შევხედავ. მართლა არ წავიდნენ? ადგნენ და წავიდნენ. ამაზე მთლად გავბრაზდი. ამ დილით დამადგნენ, პახმელიაზე ვარ, ვკვდები, ნერვები მიშალეს, პატარა მატყუარა ბიჭივით არაფერი დამიჯერეს და კიდე ნაწყენები ესენი წავიდნენ. მოგსტყნიათ პატრონი! ორლიტრიანი ,,მთიელი'' მოვიყუდე და კარგა ბლომად ჩავიცალე, მერე აქლემივით დავაბოყინე და საძინებელში დავბრუნდი. ადიალა გადავწიე, ჩუსტები უწესრიგოდ მივყარე, ჯერ ნასკები გავიხადე, მერე მაისური, ქამარი შევიხსენი და შარვალი გავიძვრე.. ის იყო, ლოგინში უნდა მედურთა თავი, გავშეშდი. ჩემი ლურჯი ,,კელვინ კლაინის" მაგივრად ვარდისფერი ტრუსიკი მეცვა. ხუთჯერ დავაპაჭუნე თვალები. ვარდისფერი, ნახევრად გამჭირვალე ტრუსიკი ისე სასაცილოდ ეხამებოდა ბანჯგვლიან მუცელს და ფეხებს, ისტერიკულად ავხარხარდი, მობილური ჩავრთე, ბორხესას ნომერი ავკრიბე და სულისმოთქმამდე კაი ხანს ვიცინე. - მოდით, თქვე სირებო აგერ, მოდით!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. იხვის ჭუკი)) იხვის ჭუკი))
20. ბევრი ვიცინე,განსაკუთრებით ბოლოში მარა ბჟიტი რაა მაინც ვერ გევიგე :) 5 ალალი და დაუყვედრებელი ბევრი ვიცინე,განსაკუთრებით ბოლოში მარა ბჟიტი რაა მაინც ვერ გევიგე :) 5 ალალი და დაუყვედრებელი
18. :)) მაგარია. :)) მაგარია.
17. ყველა შენი მოთხრობა მაქვს წაკითხული, მეც მაქვს ვარდისფერი ტრუსიკი, კარგახანია. ყველა შენი მოთხრობა მაქვს წაკითხული, მეც მაქვს ვარდისფერი ტრუსიკი, კარგახანია.
16. ლოლ ...
ძალიან ვიხალისე ..
ქუთაისი რულს ))
ყოჩაღ! ლოლ ...
ძალიან ვიხალისე ..
ქუთაისი რულს ))
ყოჩაღ!
15. სახალისოა,ქუტაისური იუმორი მიყვარს + + სახალისოა,ქუტაისური იუმორი მიყვარს + +
14. სახალისოა,ქუტაისური იუმორი მიყვარს + + სახალისოა,ქუტაისური იუმორი მიყვარს + +
13. რა კარგად არის გადმოცემული ,,ქუთეისური ,, ამბავი , სიმონ ... :)) რა კარგად არის გადმოცემული ,,ქუთეისური ,, ამბავი , სიმონ ... :))
12. გმადლობ სანდრო ;) გმადლობ სანდრო ;)
11. "ავტორი მედიცინაში ვერ ერკვევა და ტერმინოლოგიურ და ანატომიურ შეუსაბამობებზე გთხოვთ ნუ გამოეკიდებით." :)) რა მაგის პასუხია და, ათულ გავანდეს "სირთულეები - ქირურგის ჩანაწერები არასრულყოფილი მეცნიერების შესახებ" - თუ გაქვს წაკითხული? ახლა ვკითხულობ, მომწონს და მგონია, შენ უფრო დაგაინტერესებს. ბიბლუსში იყიდება 2 ლარად. :)
ჰო, 5 ქულა. "ავტორი მედიცინაში ვერ ერკვევა და ტერმინოლოგიურ და ანატომიურ შეუსაბამობებზე გთხოვთ ნუ გამოეკიდებით." :)) რა მაგის პასუხია და, ათულ გავანდეს "სირთულეები - ქირურგის ჩანაწერები არასრულყოფილი მეცნიერების შესახებ" - თუ გაქვს წაკითხული? ახლა ვკითხულობ, მომწონს და მგონია, შენ უფრო დაგაინტერესებს. ბიბლუსში იყიდება 2 ლარად. :)
ჰო, 5 ქულა.
10. ლაღი თხრობა, პერსონაჟებიც კარგად გამოკვეთილი და რაც ამ მოთხრობის "ფიშკად" შეიძლება ჩაითვალოს, გემრიელი ქუთათური იუმორი!!! პატარა გრამატიკული "წადვიჟენიება" და კი იქნება მთლად ჩიტივით, ყოველ შემთხვევაში, "ბჭიტზე" უკეთესად... ლაღი თხრობა, პერსონაჟებიც კარგად გამოკვეთილი და რაც ამ მოთხრობის "ფიშკად" შეიძლება ჩაითვალოს, გემრიელი ქუთათური იუმორი!!! პატარა გრამატიკული "წადვიჟენიება" და კი იქნება მთლად ჩიტივით, ყოველ შემთხვევაში, "ბჭიტზე" უკეთესად...
9. ჩემთვის ერთ-ერთი საინტერესო ავტორი :)) ჩემთვის ერთ-ერთი საინტერესო ავტორი :))
7. ძალიან კარგია...გამორჩეული ავტორი ჩემი...:-* ყველა შენი მოთხრობა მახსოვს კარგად და ვგიჟდები ისე მომწონს...:-* 555 ძალიან კარგია...გამორჩეული ავტორი ჩემი...:-* ყველა შენი მოთხრობა მახსოვს კარგად და ვგიჟდები ისე მომწონს...:-* 555
6. კარგი იყო :) კარგი იყო :)
4. რა დროს წაშლაა, აქ ვერ წავიკითხავ, ხვალ ამოვბეჭდავ და მერე .... :) რა დროს წაშლაა, აქ ვერ წავიკითხავ, ხვალ ამოვბეჭდავ და მერე .... :)
3. მათთვის ვინც დაიბნა: კაი ხანია უკვე ქუთაისიდან წასულების უკან დაბრუნება ან მათ უჭკუობაზე მიუთითებს, ან სასწაულზე. ზემოთ ნახსენები სასწაული, ავტორის უმორჩილესი თხოვნით, ჩათვალეთ მის ოპტიმიზმად. :DDDDDD მათთვის ვინც დაიბნა: კაი ხანია უკვე ქუთაისიდან წასულების უკან დაბრუნება ან მათ უჭკუობაზე მიუთითებს, ან სასწაულზე. ზემოთ ნახსენები სასწაული, ავტორის უმორჩილესი თხოვნით, ჩათვალეთ მის ოპტიმიზმად. :DDDDDD
2. აუ სანდრო არარ წაშალო რა.:( მოგიკითხე აუ სანდრო არარ წაშალო რა.:( მოგიკითხე
1. ერთი კვირის წინ წავიკითხე კიდევ ერთხელ სხვა საიტზე . მაგარია ძალიან ) დანარჩენებიც დადე. ერთი კვირის წინ წავიკითხე კიდევ ერთხელ სხვა საიტზე . მაგარია ძალიან ) დანარჩენებიც დადე.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|