ნაწარმოებები



ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
28 მარტი, 2014


რობის

ახლა ეს ლექსები
სხვაგვარად ლაგდება, ამიგო,
აგური აგურზე
შუაში მოყოლილი თითები...
შენ გინდა რომ წიგნი ამიგო,
მაგრამ ის გამოვა სველი და წითელი.
გადავდოთ!
არ არის ამინდი,
ასაფრენ ბილიკზე ითოვებს,
მე სხვაგან მივფრინავ, ამიგო,
და ლექსებს შავ ყუთში გიტოვებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები