ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ნაირიმ-ი
ჟანრი: პოეზია
30 მარტი, 2014


დაუთარიღებელი ლექსები

      . . .

გამოჩნდი როგორც
ცისკრის სუნთქვა განთიადისას,
მაგრამ შენ სხვა ხარ,
შენ სულ სხვა ხარ,
ზღვა ხარ უძირო...
მე მუეძინი,
ვარ ეული როგორც შიძინი
და მიხმობ მოგყვე,
როგორც პეტრეს უხმო უფალმა.
დავაგდებ კენტად მარტოობას
და გამოგყვები...


                        ზოგიერთები

ჩირად  არ  უღირთ  წინაპართა  დანატოვარი,
უცხო  ჯურია,  გაუგებარ  შტოზე  ნაჯვარი,
ერთი  ფიქრი  აქვთ:  საპოხელი  და  საშოვარი,
დღეს,  როცა  ქვეყნის  ნახევარი-ა  მათხოვარი.

ნაკაფ  ტყეებში  აღარ  ხარობს  ხე,  უთხოვარი,
ველებს,  სანახებს,  მოსდებია  უცხო  მძოვარი…
ვერ  მოერგები,  ვერ  იქნები  იმათი  გვარი,
თუ  დაბადებით,  შინაგანად  არ  ხარ  მსტოვარი.

ხალხი  ბეჩავი,  დადის  როგორც,  ბერწი  ცხოვარი,
მეორედ  მათთვის  ეწამაო,  აქ  მაცხოვარი…
აღარ  აწუხებთ  თავის  გარდა,  სხვათ  სათხოვარი
და  არ  იციან,  ვით  იცილონ  ბედი  მწევარი.

აღარ  ბოინებს  ხევ-ხუვებში  ქორი  მყივარი,   
დგას  გარინდული,  ჩამოშლილი,  ბერი  მყინვარი,
მიწაში  ლპება  ძველთა  ჯაჭვი  და  სატევარი...
კაცი  მიჰყვება  მტვრიან  შარას  ფუჭად  “მგზოვარი”.

ჩირად  არ  უღირთ  წინაპართა  მონაპოვარი
და  რომ  ქვეყანა  და  ხალხია  აქ  უპოვარი...
დღეს მოდაში  აქვთ,  თუ  გინახავს  ალმადოვარი...
ფარავს  “ყოვლიარს”,  ღვარი  ფიქრის  ციდან  “მთოვარი”... 


          ეკლესიასტე

რა მწარე გახდა თურმე თაფლუჭი,
როგორ გაცივდა მზიანი დილა,
გაშავდა ცაზე ფთილა ღრუბელი
და გულმა სევდა „შემოიწყვილა“.


თავის  სულზე  ზოგჯერ  ფიქრობს  ყვავიც კი...

არ  ვუმადლი  მშობლებს  დანატოვარს,
არც  ქონებას,  არც  სხვა  რამ  საშოვარს,
მონატრება დამრჩა მხოლოდ მათი,
სხვა  არც  მინდა  სარჩო  და  საბადი.

ყველაფერი,  რაც  კი  მერგო  მათგან,
ამ  სულის  და  ამ  სხეულის  გარდა,
წაუღია  ერთად  წყალს  და  ავდარს,
მხოლოდ  ერთხელ მომაფერა  მათთან.

დანარჩენი  ყველა  არის  აბსურდი,
ამ სოფელზე  ჩვენი  აზრის  ლაფსუსი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  თიო ვულოცავთ დაბადების დღეს