ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შენი ლუ
ჟანრი: პოეზია
2 აპრილი, 2014


როგორც ყოველთვის

ჰო, ყველაფერი დაიწყო ისე
როგორც ყოველთვის,
როცა თვალები თვალებს ხვდებიან,
მაგრამ ტუჩები არჩევენ დუმილს

მზე ყლაპავს ნისლებს
და მიტოვებენ
სიზმრებს ღამეში (არაფერია)
გუშინაც ვწუხდი.

მერე ვიბრალებ ბავშვურ ხასიათს,
რომ გამართლება ვუპოვო ცრემლებს
(თითების მტვრევას)

და მეჩვენება ვარ თვითმარქვია
ან არლეკინი, მერე კი მერე
ვხვდები, რომ მე ვარ

მე ვარ ვისაც კი შეუძლია უბრალოდ სწამდე.
ვინც ვერ წერს ლექსებს, მაგრამ მაინც შემოეწერე..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები