ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან ფხაკაძე
ჟანრი: პოეზია
4 აპრილი, 2014


ედემზე ზევით

იასამნების გაცვია კაბა,
და საოცარი ღიმილი გშვენის,
შენ უნდა იყო ღრუბლებზე მაღლა,
შენ უნდა იყო ედემზე ზევით.

მინდა რომ გახდე სამყაროს წვიმა,
დილა და ღამე უცვლელი წამი,
შენ უნდა გერქვას სრუყოფილება,
მუხლზე დაგიდგეს სუყველა ქალი.

და შენს თვალებში იშლება ია,
მზის სხივი გირთავს ოქროს ნაწნავებს,
მეკი უბრალოდ მოგიძღვნი ლექსებს,
სანამ მუზები შენს თავს წამართმევს.

იასამნების გაცვია კაბა,
და მონალიზას ღიმილი გშვენის,
შენ უნდა იყო ღუბლებზე მაღლა,
შენ უნდა იყო ედემზე ზევით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები