ნაწარმოებები



ავტორი: როენა_0310
ჟანრი: პოეზია
4 აპრილი, 2014


შენი იმედი არასდროს მქონდა...

შენი იმედი არასდროს მქონდა...

შენი იმედი არასდროს მქონდა
როგორც აპრილში მოსული თოვლის...
მაინც  ჩვენს  შორის მოხაზულ ქორდას
ერთ დროს ეწოდა ქმარი და ცოლი..

იყო და არა იყო...მას მერე
ბაღში ტყემლებმა  ატეხეს  თოვა..
და ბედისწერით ნატიალ  სერებს
ვეკითხებოდი მოვა? არ მოვა?

დრომ გაანელა დარდიც და სევდაც,
და ალბათ სადღაც ხარ ან არა ხარ...
მადლობა უფალს, რომ მქვია დედა!
და შემიძლია ეს ვთქვა ხმამაღლა!

დანარჩენს ჩუმად  ვჩურჩულებ  ჩემთვის,
უფალმა იცის როგორ ვიარე..
და მაინც გულში ის დარდი  მეწვის,
ფიქრში ცრემლით  რომ  გბანდა  იარებს...

შენი იმედი არასდროს მახლდა...
ტყემლებზე როკავს თოვლი აპრილის,
და ბავშვობასთან ახლო ვარ ახლა
ნახატით-გულში ისარგაყრილით!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები