ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: natinat
ჟანრი: პოეზია
6 აპრილი, 2014


***

გონების თვალით ჩაგირბინეთ უკლებლივ ყველას
და სამწუხაროდ არავისთან გაჩერდა გული.
მე დამხვდა მკვდარი, დაბინდული, ცივი სულები,
ვერ შევაღწიე, რადგან მათი არ მქონდა ფული.
სამწუხაროდ და იქნებ სულაც საბედნიეროდ...
ფულით შეღწევა განა ჩემი საკადრისია,
არ განმიცდია და არც მინდა ამის ვიწამო!
თქვენი, რომელთაც, ერთმანეთიც არ დაგინდიათ.
სხვა რამ მიგრძვნია!..
მე სიკეთე ჩემში ვაცხოვრე...
არ გამისვრია
არც ტყვია და
სულიც მრუშობით არ დამისვრია!
არ გამიღია
ეშმაკისთვის კარი არასდროს
და თავი მხოლოდ უფლისათვის
გადამიდია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები