უღელტეხილს შევუდექით. ავტოკოლონა, რომელიც სწორ გზაზე რამდენიმე კილომეტრზე იჭიმება, აღმართმა შეამჭიდროვა. ხუთ ტონაზე მეტი ტვირთით უსაშველოდ მიხვეულ-მოხვეულ გზაზე სვლა ჭირდა. გაზაფხული იდგა. თოვლი მწვერვალებზე ალაგ-ალაგღა მოჩანდა. პატარა მდინარე მოდიდებულიყო და ფერდობებსაც სიმწვანე შეპარვოდა. ხარბად ვუყურებდი სიცოცხლის ამ ფერს, რომელიც სამხრეთის მზის გულზე ერთი თვის შემდეგ ჩემი ბუშლატივით ხაკისფერი გახდებოდა. ჩვევა მქონდა, როცა კოლონა სალანგის უღელტეხილს შეუდგებოდა, თრიაქის შეკეთებას ვიწყებდი. ის იყო ჩამოვფხვენი მკვრივი მასა ხელისგულზე, რომ გზის პირას მდგომმა სერჟანტმა, გამიყოლეო, მანიშნა. სვლა შევანელე, ის საფეხურზე მკვირცხლად შემოხტა. ავტომატის ლულა კარს მოხვდა და უსიამოვნოდ გაიჟღრიალა. არ მიკითხავს, სად მიდიოდა. კაბინაში შემოძვრა. მე კი თრიაქის შეკეთება გავაგრძელე. ჩემი თანამგზავრი იყო მაღალი, გამხდარი, მზეზე დამწვარი და სევდიანი. ნერვულად ათვალიერებდა გარემოს და როცა თრიაქი შევთავაზე, ფერმკრთალი ტუჩებით ხარბად დაეწაფა პაპიროსის ტარს. თრიაქს ავღანელები "ჩარსს" ეძახიან და საბჭოთა არმიაშიც ეს სიტყვა იყო გავრცელებული. ჩარსი ადამიანებს აახლოვებს, ლაპარაკის საღერღელს უშლის და რიდს უკარგავს. ნახევარი საათის შემდეგ მე და ჩემი თანამგზავრი ბავშვობის მეგობრებივით ვეკითხებოდით ერთმანეთს ჯანმრთელობისა და სამსახურის ამბებს. გამოირკვა, რომ მისი ათეული უღელტეხილის დასაწყისში ერთ მწვერვალზე დგას და თვითონ საგუშაგოს მეთაურის მოადგილე ყოფილა. თურმე, რამდენიმე მისი თანამებრძოლი ტიფით დაავადებულა, ჰოსპიტალში წევს და ადგილზე ოთხნიღა დარჩენილან. ახლა ნაწილში მიდის, რათა ბიჭებს წერილები აუტანოს. - ეჰ, ჩემო ძმაო, აქ ჩვენთან, ავღანეთში, ცუდი არ არის, ერთი ეგაა, დუშმანები გვაწუხებენ და ქალი გვაკლია, - ვუთხარი მას შემდეგ, რაც თავისი სამსახურის შესახებ მომიყვა და გადავიხარხარე. ჩემი თანამგზავრი მოიღუშა, თავი დახარა და ჩემკენ შემოუბრუნებლად თქვა: - ქალი? ქალი იყო, მაგრამ... წინადადება ისე გაწყვიტა, რომ ვიგრძენი, ჩემგან შეკითხვას ელოდა. - ქალი იყო და აღარ არის... - გააგრძელა. - "იქ ქალი იყო, ქალი იყო, როგორც ზღვა...” - სიცილით წავიმღერე. - იქ არა, აქ იყო, აქ, ჩემთან საგუშაგოზე მყავდა! ამ სიტყვების გაგონებაზე გაკვირვებულმა შევხედე. მოღუშულიყო, წელში მოხრილი იჯდა. "ავღანელი ქალი საგუშაგოზე? ჩადრიდან თავს რომ არ ჰყოფს, ის ქალი გაჰყვა რუსის ჯარისკაცს მთაში? სისულელეა, რაღაცას მაბოლებს..." -მერე სად არის ქალი? გამოგეღვიძა და გაქრა, აორთქლდა, ღრუბლებში გაუჩინარდა... - ისევ გადავიხარხარე. მოჭუტულ, ნათრიაქალ თვალებში ცეცხლი ჩაუდგა და ყელზე ძარღვები დაებერა. - ის იყო და აღარ არის, - თქვა და ავტომატი ჩაბღუჯა. მომეჩვენა, რომ შეეძლო ესროლა. მომინდა, საუბარი სხვა თემაზე გადამეტანა, მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრე. წუთის შემდეგ სერჟანტი ჩემგან პირუკუ გაჰყურებდა მთებს. მზე საკმაოდ აცხუნებდა და კარის მინაზე საჩრდილობლად ჯავშანჟილეტი გადავკიდე. კოლონა პირველ გალერეას რომ მიუახლოვდა, ჩემი თანამგზავრი მაშინღა შემობრუნდა. სახე დაწყნარებოდა. - გიამბობ იმ ქალის ამბავს. ვიცი, რომ მომისმენ, - გაიღიმა და გააგრძელა, - ხშირად ტყუილი ნამდვილს ჰგავს, ხოლო სიმართლე – სიცრუეს, - ამოიხვნეშა და დაიწყო გრძელი ამბის თხრობა, რომელსაც თანდათან უფრო მეტი ინტერესით ვუსმენდი:
ჩვენი როტა მთებზე უღელტეხილის დასაწყისიდან გვირაბამდე საგუშაგოებადაა განაწილებული, გზას იცავს, მთებიდან დუშმანები რომ არ გადმოვიდნენ. ასეულის მეთაური კვირაში ერთხელ თუ მოგვაკითხავს, დანარჩენ დროს უფროსობისაგან თავისუფლები ვართ. საკვებსა და ქვანახშირს ვერტმფრენით გვაწვდიან, წერილები კი თვეში ერთხელ პოლკიდან ჩვენ თვითონ მოგვაქვს. დემობილიზაციაზე ბრძანება უკვე გამოვიდა. ალბათ ერთ-ორ თვეში გამათავისუფლებენ და მოვშორდები ამ წყეულ ალაგს... ოთხი თვის წინ მირჩასთან ერთად ხინჯანში ჩავედი ჩარსის საყიდლად. შემთხვევით იქ ერთი ნაცნობი "ცარანდოი" დაგვხვდა. ტაშკენტში გაუვლია რაღაც სამხედრო სასწავლო კურსები და რუსულს ამტვრევდა. ადრე ჩვენი ნაწილები ერთად იბრძოდნენ ბამიანში და იქიდან გვახსოვდა. ძალიან გაუხარდა ჩვენი ნახვა, ჩარსის ყიდვაში დაგვეხმარა, ჩაიხანაში დაგვპატიჟა და ჩაითა და ფლავით გაგვიმასპინძლდა. საუბარში, სხვათა შორის, გვითხრა, რომ სატვირთო მანქანა უნდოდა და თუ მოვახერხებდით მოპარვას, კარგად გადაგვიხდიდა. მისთვის პირობა არ მიგვიცია, მაგრამ ნათქვამი ჭკუაში დაგვიჯდა. ფული, შენც იცი, საჭიროა. იქ მთებში გამოყრუებული შვიდი ჯარისკაცი ღამეებს ვათენებთ, რაღაც რომ მოვისმინოთ, რაღაც რომ გავიგოთ მაგნიტოფონი და რადიო ხომ გვინდა, „დემბილში” წასასვლელადაც საჭიროა ფული. შენსავით მანქანაზე რომ ვმსახურობდე, სხვა იქნებოდა - შოფერი ან საწვავს გაყიდის, ან ტვირთს და ფულს შოულობს, ჩვენ კი მოტომსროლელებმა, თუ არ მოვიპარეთ, თვეობით ორცხობილა უნდა ვხრათ. ადრე რისკისა არ მეშინოდა, მაგრამ ახლა, სახლში წასვლის დრო რომ დადგა, ცოტა ფრთხილად ვარ.
ავტოკოლონა საკონტროლო პუნქტთან გაჩერდა და სერჟანტმა თხრობა შეწყვიტა. ღრმად სუნთქავდა, დაძაბული იცქირებოდა წინ. მომეჩვენა, რომ ჩასვლას ფიქრობდა და ვერ გადაეწყვიტა. როცა მანქანები დაიძრა, შვებით ამოისუნთქა და თხრობა განაგრძო:
დეკემბრის შუა რიცხვები იქნებოდა. დიდი თოვლი მოვიდა. მაღლიდან ხელისგულივით ჩანდა, თუ როგორ სრიალებდნენ ხეობაში მანქანები. დრო შესაფერისად მივიჩნიეთ და დაბლა ჩავედით. ღამე გზის პირას საგუშაგოზე გავათენეთ. იქ მირჩას ნაცნობი ორი მოლდოველი მსახურობს და კარგი პატივი გვცეს. მთელი ღამე ჩაის ვსვამდით და ჩარსს ვეწეოდით. მირჩამ ჩვენი გადაწყვეტილება ბიჭებს გაანდო და ისინიც დახმარებას შეგვპირდნენ. ის ღამე ცივი იყო. მოდიოდა წვრილი თოვლი, რომელსაც ქარი ატრიალებდა და ხეობაში ფიფქების კორიანტელი თეთრი ნისლივით იწვა. ერთი სამოქალაქო, მისაბმელიანი „კამაზი” საგუშაგოსთან თოვლში გაჭედილიყო. ეტყობა, მძღოლს გამოსვლის იმედი დაეკარგა, აღარ ცდილობდა ყინულსა და თოვლს შებრძოლებოდა. ძრავას ამუშავებდა, რომ არ გაყინულიყო და უფლის შეწევნას ელოდა. ცარიელი ჭურჭლით მანქანასთან მივიპარე და ავზიდან საწვავი გადმოვასხი. ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა: მოტორი გამოირთო, რამდენიმე ხნის შემდეგ კი გუშაგი ჩამოვიდა მიწურში და თქვა, ვიღაც ავღანელი მოვიდა, იყინება და თავშესაფარს თხოულობსო. იმ მანქანის მძღოლი იყო. ჩითის თხელი ტანსაცმელი ეცვა და მხრებზე შალის მოსასხამი შემოეხვია. მთელი ტანით კანკალებდა. საწყალს საწოლი მივუჩინეთ თუ არა, მაშინვე ხვრინვა ამოუშვა. ჩვენც მეტი რა გვინდოდა, მანქანაში საწვავი ჩავასხით, "ბეემპე” ჩავუბით, თავქვე დავაყენეთ, მცირე მანძილზე ასე ვათრიეთ, მერე კი, როცა თოვლი შეთხელდა, დამოუკიდებლად განვაგრძეთ გზა. ჩვენთან ერთად ბარში ბრუნდებოდა უამრავი სამოქალაქო და სამხედრო ტრანსპორტი. მოკლედ, ისეთი ზედახორა იყო, რომ ხინჯანის საკონტროლო პუნქტი მანქანებს შეუმოწმებლად უშვებდა.
გამთენიისას უკვე დათქმულ ადგილას ვიყავით. "ცარანდოი" ადგილზე დაგვხვდა. ჩვენი მისვლა კი გაუხარდა, მაგრამ გვითხრა, რომ ფული არ ჰქონდა, წაიღებდა მანქანას, გაყიდდა, სამ დღეში დაბრუნდებოდა და საზღაურს გადაგვიხდიდა. გვეწყინა, საეჭვოდ მივიჩნიეთ, მაგრამ სხვა გზა არ იყო და დავთანხმდით. ავღანელების საგუშაგოზე ვერ გავჩერდებოდით, ალბათ, შენც კარგად იცნობ მაგათ, შეიძლებოდა, დუშმანებისთვის მივეყიდეთ ან ჩვენებთან ჩავეშვით. მოკლედ, ცარანდოების საგუშაგოს ახლოს ჭალაში დავბანაკდით. ციოდა, მაგრამ ცეცხლი არ დაგვინთია. ჯოხზე გადაჭიმული კარვის ნაგლეჯის ქვეშ გვეძინა და როცა მესამე დილით ავღანელი არ გამოჩნდა, საგონებელში ჩავვარდით - არ ვიცოდით, რა გვექნა და ბოლოს ისევ მოცდა ვარჩიეთ. ცარანდოი არც საღამოს მოვიდა და ის ღამეც კარვის ნაგლეჯის ქვეშ გავათენეთ. მეორე დილით ავღანელების საგუშაგოს მალულად მივუახლოვდით. მირჩა წავიდა და თხუთმეტი წუთის შემდეგ ცარანდოისთან ერთად დაბრუნდა. ჩარსი მოვწიეთ, ფული მოგვითვალა და გვითხრა, რომ „კამაზის” მოპარვას თუ კვლავ მოვახერხებდით, თანხაზე ამდენხანს აღარ გვალოდინებდა. რისკზე წასვლის სურვილი აღარ გვქონდა და უარი ვუთხარით. თუმცა ცარანდოი გვჭირდებოდა, მაგნიტოფონი გვინდოდა, ბაზარში ან დუქანში შესვლა კი სარისკო იყო და დახმარება ისევ მას ვთხოვეთ. რა პრობლემააო, გვითხრა, ფული იყოს და თუ გინდათ, ქალსაც გიყიდითო. ქალის ხსენებაზე მირჩა აცქმუტდა და ფასი ჰკითხა. ავღანელი ჩაფიქრდა და ასიათას ავღანად მოგიყვანთო, უპასუხა. ქალი კარგი რამაა. ყიდვა მეც ჭკუაში დამიჯდა, მაგრამ ის ფული, რაც ცარანდოიმ გადაგვიხადა, ცოტა იყო, ამიტომ შევუთანხმდით, რომ ერთ-ორ კვირაში კიდევ ერთ მანქანას მივუყვანდით, მას კი საზღაური მაშინვე ხელზე უნდა მოეცა. იმ დღესვე ავტოკოლონას წავყევით და უღელტეხილზე მირჩას ახლობლებთან საგუშაგოზე დავბანაკდით. მათ ჩვენი განზრახვა გავანდეთ და დახმარების სანაცვლოდ მაგნიტოფონს შევპირდით. გზა თოვლისგან უკვე გაეწმინდათ, ამიტომ მოცდა მოგვიწია. ხუთი დღის შემდეგღა გაგვიმართლა - ჩვენი ამინდი დადგა, თოვა დაიწყო, მაგრამ წინაზე უფრო მეტად გაგვიჭირდა კამაზის მოპარვა. სამი დღე ვუტრიალებდით გარშემო, მძღოლი იყინებოდა, მაგრამ არ ტოვებდა მანქანას, ბოლოს ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ავღანელმა ვეღარ გაძლო, მიატოვა მანქანა და წავიდა. „კამაზი” თოვლიდან გამოვათრიეთ და ცარანდოის ჩავუყვანეთ. მაშინვე გადაგვიხადა და პირობა მოგვცა, რომ ერთ კვირაში მირჩას ახლობლების საგუშაგოზე ამოვიდოდა და ქალსა და მაგნიტოფონებს ამოიტანდა, ჩვენ კი „კამაზებში” აღებულ ფულს დავუბრუნებდით და ტყვიამფრქვევის ვაზნების ყუთსაც დავუმატებდით. უკან რომ დავბრუნდით, მირჩას ახლობლებმა თქვეს, რომ უღელტეხილის კომენდანტი მოსულა და ბიჭები კამაზების გამო დაუკითხავს. დაგვაიმედეს, ჩვენს გარდა სხვა საგუშაგოების ჯარისკაცებიც დაკითხეს და ეტყობა, ეჭვი არავიზე აქვთო. ერთი კვირის შემდეგ "ცარანდოი" მართლაც გამოჩნდა. სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვა. თეთრი ორხიდიანი „ტოიოტა” საგუშაგოს გვერდით გააჩერა. პირველ რიგში მანქანა შევათვალიერე. ვისაც ვეძებდი, დავინახე - მანქანაში იჯდა და გამოუცნობი გრძნობა დამეუფლა, ღელვის მაგვარი. ავღანელს ვთხოვეთ, საღამომდე მანქანაში მოეცადა, რადგან არ გვინდოდა, ქალი ვინმეს დაენახა და ეს ამბავი მოლდოველების გარდა სხვებსაც გაეგო. მანქანასთან ხუთ ნაბიჯზე ახლოს არ მივსულვარ, ქალს შორიდან ვათვალიერებდი და მინისა და ჩადრის მიღმა მინდოდა მისი სახე დამენახა. შეღამებისას საქონელი ჩავიბარეთ, ფული და ვაზნები "ცარანდოის" მივეცით და ჩვენი საგუშაგოსკენ გავწიეთ. ქალი კოჭებამდე ჩადრში იყო გახვეული და ხმისამოუღებლად მოგვყვებოდა. მე წინ მივდიოდი, თოვლს მივკვალავდი, ჩემს შემდეგ მირჩა მოდიოდა და უკან - ქალი. როცა აღმართი დაიწყო, მე ისევ წინ მივდიოდი და თოვლს ვტკეპნიდი, მირჩას კი ქალისთვის ხელი ჩაეკიდა და სიარულში ეხმარებოდა. პირველად მაშინ ვიგრძენი, რომ ჩვენი მეგობრობა ირღვეოდა. არ მსიამოვნებდა, მირჩას რომ ხელი ეკიდა, ვბრაზობდი, თუმცა, არ ვიმჩნევდი და ენერგიულად მივარღვევდი თოვლს. ნელა მივიწევდით. გზა თანდათან უარესდებოდა, ფეხი ცურავდა. ახლა უკვე ორივეს გვევლო ხელი და მივათრევდით. ის სიცივისაგან კანკალებდა. მირჩამ ბუშლატი გაიხადა და მხრებზე მოახურა. მეწყინა, ეს მე რომ ვერ მოვიფიქრე. საგუშაგოს გამთენიისასღა მივუახლოვდით და სასიგნალო რაკეტის გასროლით ვამცნეთ, რომ ჩვენ ვიყავით. ბიჭები შემცბარი თვალებით უმზერდნენ ქალს. ბედად, ცეცხლი ანთებული დაგვხვდა. მიწურში თბილოდა. ჩექმები გავიხადეთ და სველი ფეხების გაშრობა დავიწყეთ. გავთბით თუ არა, მირჩამ ცალკე გამიხმო და მითხრა: - ქალი ორმა ვიყიდეთ. ის ფული ორივესი იყო და რადგან შუაზე ვერ გავხლეჩთ, მასთან ყოფნის ღამეები უნდა გავინაწილოთ. ხმა არ ამომიღია და თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. ბიჭები დაგვეხმარნენ, სამი დღე მოვუნდით და მოშორებით ერთი პატარა მიწური გავჭერით. იქ უნდა დაეძინა ქალს, ხოლო მე და მირჩას - ღამე გამოშვებით. ის იყო პატარა ტანის, სწორი ცხვირით, სევდიანი დიდი შავი თვალებითა და გრძელი წამწამებით. ნესა ერქვა. რაც უფრო ვგრძნობდი, რომ მირჩასთვის ნესა მხოლოდ ნივთი იყო, მით უფრო იპყრობდა ჩემს გულს ქალი და მეგობრისადმი სიძულვილიც მატულობდა. მირჩა ყველაფერს ხვდებოდა, მაგრამ არ იმჩნევდა. იმ ღამეს მისი რიგი იყო. ციოდა. მართლაც საშინლად ციოდა... ქარი ატრიალებდა მიწიდან ახვეტილ, მშრალ, მტვრად ქცეულ თოვლს და მცირე ღრიჭოშიც კი აღწევდა. მირჩამ ვოვა დაიყოლია, მის მაგივრად გუშაგად დამდგარიყო, სანაცვლოდ კი ქალი დაუთმო. ეს ამბავი დილით შევიტყვე და საშინლად გავბრაზდი. ოჰ, როგორ მეზიზღებოდა მაშინ მირჩა. მივვარდი და ვუყვირე: - არამზადა ხარ, რატომ არ მკითხე?! მშვიდი სახე ჰქონდა, შემომხედა და ღიმილით თქვა: - საქონელი როცა ჩემია, რასაც მინდა, იმას ვუზამ. ხვალ დილამდე შენ გეკუთვნის ქალი და გინდა ასეული მიუშვი, არ მეწყინება, მე ვინ მკითხავს? ცივად, ნერვულად შემოვბრუნდი. ნესა ცეცხლის პირას რაღაცას რეცხავდა. შემომხედა, ალბათ სიბრაზე შემატყო, ყბა აუკანკალდა. ვანიშნე, მიწურში შემომყოლოდა. ის ჩემს წინ იდგა. ვგრძნობდი საკუთარი სახის ფერს. სიბრაზისგან ვცახცახებდი. ნესა შეეცადა, გაეღიმა, ვერ მოახერხა და ცრემლი წასკდა. მოვეფერე და მაშინ პირველად ვიგრძენი, რომ მიყვარდა. ვეუბნებოდი საალერსო სიტყვებს და მეგონა, რომ ესმოდა. არა, მას უთუოდ ესმოდა, გაუგებარ სიტყვებს ჩურჩულებდა, რაღაცას მიყვებოდა, რაღაცას მთხოვდა. მირჩას უკვე მტრად მივიჩნევდი. როცა ის ნესასთან იწვა, თითქმის არ მეძინა, ვბორგავდი, ვშფოთავდი და თანდათან მიძლიერდებოდა სურვილი, თავიდან მომეშორებინა. მტერს რომ ესვრი, იოლია, დღესასწაულივითაა... სხვა არის ამხანაგი... ძნელია, ახლობელს ესროლო, მაგრამ ეს აზრი დღითიდღე მიძლიერდებოდა და ერთ ღამეს, როცა გუშაგად იდგა, გადავწყვიტე, მომეკლა. ყველაფერი წინასწარ გავთვალე: მიწურიდან გავიდოდი, ვითომ საპირფარეშოში მივდიოდი, დაღმართს ჩავივლიდი და იქიდან ვესროდი. სანამ ბიჭები გარეთ გამოიშლებოდნენ, უკან დაბრუნებას მოვასწრებდი და მკვლელობა დუშმანებს დაბრალდებოდათ. იმ ღამეს, მიწურიდან ამოვედი, მირჩა ყორესთან იდგა. ქუდის ყურები ნიკაპთან შეეკრა, ავტომატი მხარზე გადაეგდო და ხელებს უბეში ითბობდა. თავი არ შემოუბრუნებია. სად მიდიხარო, მკითხა. რომ ვუპასუხე, წადი, წადიო, დამადევნა. მთვარე ხან ღრუბლებში მიიმალებოდა და ხან გამოჩნდებოდა. თოვლი ვარსკვლავების სხივებს ირეკლავდა და დარწმუნებული ვიყავი, მიზანს არ ავაცდენდი. შემოვბრუნდი და ჩავჯექი. ავტომატი წინასწარ მქონდა შეყენებული. სიბნელეში ყორესთან მირჩას სილუეტი ჩანდა. გახევებული იდგა. ვმერყეობდი, გული მკერდში ზარბაზანივით გრუხუნებდა. ნეტავი, გადამეფიქრებინა! მაგრამ რა ვიცი, მოწამლული ვიყავი მაგ ქალით... და დავუმიზნე. ჯერ ორი ვესროლე. არ წაქცეულა, ადგილიც კი არ შეუცვლია. შევკრთი, შევშინდი და მთელი მჭიდი დავცალე. ის მაინც ფეხზე იდგა. წამოვდექი და მეორე მჭიდიც მივუშვი. ის ისევ იდგა და უსაშველო სასოწარკვეთილება დამეუფლა. სროლის ხმაზე ბიჭები მიწურიდან ამოძვრნენ და ჩემსკენ ცეცხლი გახსნეს. ქვის უკან ჩავწექი, ალბათ, მალე ყუმბარმტყორცნსაც გამოიტანდნენ და ჩემი საქმე წასული იყო, მაგრამ ამ დროს ბომბივით გასკდა მირჩას ხმა: - ნუ ისვრით! არ მოკლათ! გენაა! სროლა შეწყდა. ავკანკალდი, ყბას ვერ ვაჩერებდი, რაღაცის თქმა მინდოდა, მაგრამ ვერ ვახერხებდი, თითქოს ფეხები მენჯებს შეზრდოდა, ნაბიჯს ვერ ვდგამდი და დრო, სანამ ბიჭები ჩემთან მოვიდნენ, საუკუნედ მომეჩვენა, თავის მოკვლა მომინდა, მაგრამ ვაზნა აღარ მქონდა. - კინაღამ მოგკალით, - თითქოს ბოდიში მოიხადა მირჩამ, მაგრამ მერე, როცა ბიჭებს შესცივდათ და მიწურში ჩავიდნენ, პირისპირ რომ დავრჩით, მკერდზე ხელი დამარტყა. - ყოჩაღ! გმირი ხარ! დედაკაცის გამო მოკვლა მომინდომე. ვიცოდი, ადრევე ვხვდებოდი, - თქვა და ტყვიებისგან დაცხავებული ფარაჯა ჯოხიდან ჩამოხსნა. ვერაგი და გაიძვერაა მირჩა. ადრევე მიხვდა და ის ფარაჯაც, ჩემს სატყუარად, წინასწარ მოამზადა. - მომეცი ვაზნა! თავი უნდა მოვიკლა! - ვიღრიალე. - არა, შენ თავს არ მოიკლავ. ბიჭებმა ვერ გაიგეს, რა მოხდა, მე კი არ გაგცემ, - თქვა ირონიული ღიმილით და გააგრძელა, - ხვალ მაგ დედაკაცს ხინჯანში წაიყვან და დატოვებ! იმ ღამეს რა დამაძინებდა. ამაზე მეტად შეურაცხყოფილი არასოდეს ვყოფილვარ. ათასი დამთრგუნველი ფიქრი მიტრიალებდა თავში. ნესაც, თითქოს მიხვდაო, რაც მოხდა, დილამდე დაჩოქილი ლოცულობდა. ვინ იცის, რას ევედრებოდა ალაჰს. სხვა გზა არ მქონდა, ნესა უნდა მომეშორებინა. საკუთარ სულში რომ ვღრმავდებოდი, თანდათან დამცირებისა და შეურაცხყოფის მიზეზად მას მივიჩნევდი. გამთენიისას, სანამ ბიჭები გაიღვიძებდნენ, მხარზე შალი მოვახვიე და ვუბრძანე, გამომყოლოდა. გზას ცისკრის ვარსკვლავი გვინათებდა. მისი ხელი ხელში მეჭირა, თავქუდმოგლეჯილი ვეშვებოდი და არც კი ვფიქრობდი შეეძლო თუ არა გამოყოლა. რამდენჯერმე ფეხი გაუსხლტა, წაიქცა და მეც წამაქცია. ნამქერში ერთიანად გავიგუნგლეთ. რაც უფრო ძირს ვეშვებოდით, თოვლი თანდათან თხელდებოდა და სანამ ხეობაში ჩავიდოდით, მზე ამოიწია, ტანსაცმელზე შეყინული თოვლი გაადნო და მერე გვიან, როცა გზაზე გავედით, შევნიშნე, რომ ქალს შალი და ჩადრი დასველებოდა. ალბათ, არ იცოდა სად მიმყავდა, სიცივისგან თუ გაურკვევლობისგან ერთიანად ცახცახებდა. ნაშუადღევს გზატკეცილამდე ჩავედით და ნესა გზის პირას დავმალე. რამდენიმე საათის შემდეგ „ურალების” კოლონამ გამოიარა. ერთი მანქანა გავაჩერე, ვთხოვე ქალი წაეყვანა და შორს სადმე, მისთვის მოსახერხებელ ადგილას, გაეშვა. მძღოლი უჟმური სახის ეფრეიტორი იყო. უარი მითხრა, რომ გამიგონ, დამსჯიანო, მაგრამ მერე, როცა ორასი ავღანი მივეცი, სიხარულით დამთანხმდა. ნესა ძარაში დავმალეთ. ვგრძნობდი ჩადრში მიმალულ მის გაკვირვებულ თვალებს და როგორ მომინდა, ამეხსნა ყველაფერი, ბოდიში მომეხადა და მეთქვა, რომ სხვაგვარად არ შემეძლო. მანქანა დაიძრა და სანამ თვალს არ მიეფარა, გახევებული ვიდექი და გავცქეროდი. აღარ მახსოვს - მაშინ ან არაფერზე ვფიქრობდი, ან თავში ყველაფერი ერთდროულად მიტრიალებდა. საგუშაგოზე რომ დავბრუნდი, საღამო იყო. ქუჩიდან შემოპარული ძაღლივით ვგრძნობდი თავს. აქ ჩემი ადგილი უკვე აღარ იყო და ერთი პირობა მტრის მხარეზე გადასვლაც კი მომინდა. არ შემეძლო, მირჩასთვის თვალებში შემეხედა. ვნატრობდი, სამაგიერო გადაეხადა, მაგრამ ის მიცქერდა თავისი ჩვეული ღიმილით, რომელიც ტყვიასავით მიგლეჯდა გულს. ღამე იყო, ორი კვირა გავიდა, რაც ნესა მოვიცილეთ. საგუშაგოზე ვმორიგეობდი. ბიჭებს ის-ის იყო ჩასძინებოდათ, რომ ფერდობზე ამომავალი სხეული გავარჩიე და ავტომატი შევაყენე. ზევით მოიწევდა და თანდათან ქალის ჩადრში გახვეული სილუეტი გამოიკვეთა. „ის არის, - გავივლე გულში, - სხვა ვინ უნდა იყოს?! ის არის, ვის გამოც დავმცირდი... რა უნდა, აქ რატომ მოდის? რისთვის დაბრუნდა!?” ქალი მიახლოვდებოდა და ჩემი გონება ტყვიამფრქვევივით ამუშავდა. თავში ათასი აზრი აკაკანდა. "მივალ, მიწურში ყუმბარებს ჩავყრი და მერე ნესასთან ერთად გავიქცევი", - თავიდან ეს ფიქრი მომივიდა, მაგრამ შემდეგ ღრუბლიდან გამომძვრალმა მთვარემ ქალის ჩრდილი სპეტაკ თოვლზე უხსენებელივით დაკლაკნა და შევკრთი, ელდა მეცა: „ქალის ტყავში გადაცმული ასპიტია! ეშმაკია ჩადრში გახვეული! უნდა რომ ერთხელ კიდევ მაწამოს... არა! არ დავნებდები!.." გველივით მოცურავდა ყვითელი ჩადრი თეთრ თოვლზე და ავტომატი ავწიე...
- რა ამბავია, კოლონა რატომ გაჩერდა? - შეწყვიტა თხრობა და ნერვულად იკითხა ჩემმა თანამგზავრმა. მანქანიდან გადმოვედი და ამბის გასაგებად წავედი - გაქცეულ ჯარისკაცს ეძებდნენ... უკან რომ დავბრუნდი, სერჟანტი კაბინაში აღარ დამხვდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
33. ძალიან მომეწონა. მომწონს ეს ავღანური ამბები და რა ვქნა :)არ ვიცი ვისთვის როგორ და ჩემთვის ძალიან დამაჯერებლადაა გადმოცემული.არც თრიაქის შეკეთება საჭესთან არ არის პრობლემური, ავღანეთში ბევრი ადგილია ისეთი რომ მანქანით მგზავრობისას შეიძლება საჭეს ხელი გაუშვა, (ნელი სვლით მიმავალ სატვირთოს არაფერი მოუვა) და ერთი 2 წუთი დაუთმო თრიაქის შეკეთებას. ასევე მანქანის მეორედ მოპარვაც ჩემთვის მისაღებია, ი სკი არადა და აზრად რომ მოსვლოდათ და ბეტეერიც მოეპარათ, დაეშალათ და გაეყიდათ არ გამიკვრიდებოდა. ნესას დაბრუნებაც მომეწონა, როგორც კომენტარებში ნეფერტარმა აღნიშნა მისტიურობა არისო. საინტერესო ისაა რომ სერჟანტმა აქ შეყვიტა თხრობა გასაგები მიზეზის გამო ეს კი იმას ნიშნავს რომ ნესას გამოჩენას ორი ვერსია აქვს. ორივე დამაჯერებელი, ერთი მისტიურობა, ----- გენას დაძაბული ფსიქიკის გამო, და მეორე, ავთანეთში ასეთ ქალებს ავთანელები არ სწყალობენ და სასიკვდილო განაჩენი გამოაქვთ. დიდი ალბათობით ეცოდინებოდა, დაინახავდნენ ან გაიგებდნენ რომ ის საბჭოთა ჯარისკაცებს ჰყავდათ გასართობად და ამის გამო ნესას სიკვდილის შეეშინდა და დაბრუნდა გენასთან. მე მეორე ვარიანტის მჯერა, თუკი რეალიზმის კონტექსტში განვიხილავთ. მაგალითად ერაყში სამხედრო ჯარების კოალიციას, კერძოდ ამერიკელების და ქართველების შენაერთების სამხედრო მოსამსახურეებს ერთი ერაყელი ქალი ემსახურებოდა (თმებს ჭრიდა და ფულს იღებდა ამაში). როდესაც ის წითელ ზონაში ნათესავებთან წავიდა ტერორისტებმა მას თავი მოაჭრეს და ყუთით მისი თავი იმ გზაზე დააგდეს სადაც ჩვენს კოლონას უნდა გაევლო, მორიგი პატრულირების გასაკეთებლად. კარგად წერ მეუდაბნოე და მომწონს შენი ნაწერები განსაკუთრების ასეთ თემებზე. ძალიან მომეწონა. მომწონს ეს ავღანური ამბები და რა ვქნა :)არ ვიცი ვისთვის როგორ და ჩემთვის ძალიან დამაჯერებლადაა გადმოცემული.არც თრიაქის შეკეთება საჭესთან არ არის პრობლემური, ავღანეთში ბევრი ადგილია ისეთი რომ მანქანით მგზავრობისას შეიძლება საჭეს ხელი გაუშვა, (ნელი სვლით მიმავალ სატვირთოს არაფერი მოუვა) და ერთი 2 წუთი დაუთმო თრიაქის შეკეთებას. ასევე მანქანის მეორედ მოპარვაც ჩემთვის მისაღებია, ი სკი არადა და აზრად რომ მოსვლოდათ და ბეტეერიც მოეპარათ, დაეშალათ და გაეყიდათ არ გამიკვრიდებოდა. ნესას დაბრუნებაც მომეწონა, როგორც კომენტარებში ნეფერტარმა აღნიშნა მისტიურობა არისო. საინტერესო ისაა რომ სერჟანტმა აქ შეყვიტა თხრობა გასაგები მიზეზის გამო ეს კი იმას ნიშნავს რომ ნესას გამოჩენას ორი ვერსია აქვს. ორივე დამაჯერებელი, ერთი მისტიურობა, ----- გენას დაძაბული ფსიქიკის გამო, და მეორე, ავთანეთში ასეთ ქალებს ავთანელები არ სწყალობენ და სასიკვდილო განაჩენი გამოაქვთ. დიდი ალბათობით ეცოდინებოდა, დაინახავდნენ ან გაიგებდნენ რომ ის საბჭოთა ჯარისკაცებს ჰყავდათ გასართობად და ამის გამო ნესას სიკვდილის შეეშინდა და დაბრუნდა გენასთან. მე მეორე ვარიანტის მჯერა, თუკი რეალიზმის კონტექსტში განვიხილავთ. მაგალითად ერაყში სამხედრო ჯარების კოალიციას, კერძოდ ამერიკელების და ქართველების შენაერთების სამხედრო მოსამსახურეებს ერთი ერაყელი ქალი ემსახურებოდა (თმებს ჭრიდა და ფულს იღებდა ამაში). როდესაც ის წითელ ზონაში ნათესავებთან წავიდა ტერორისტებმა მას თავი მოაჭრეს და ყუთით მისი თავი იმ გზაზე დააგდეს სადაც ჩვენს კოლონას უნდა გაევლო, მორიგი პატრულირების გასაკეთებლად. კარგად წერ მეუდაბნოე და მომწონს შენი ნაწერები განსაკუთრების ასეთ თემებზე.
32. "ღორის თა-ვი"! "ღორის თა-ვი"! "ღორის თა-ვი"! :))
გასაგებია, ბატონო მეუდაბნოვე? :) "ღორის თა-ვი"! "ღორის თა-ვი"! "ღორის თა-ვი"! :))
გასაგებია, ბატონო მეუდაბნოვე? :)
31. მადლობა, მუხა.
მადლობა, მუხა.
30. :ლიტერატურული ქარვასლა"- შევიძინე და გამიხარდა, რომ ვნახე შენი ნაწარმოები და შენი ფოტო. მე ყოველთვის მომწონდა თქვენი ნაწარმოებები. გილოცავ წარმატებას და მომავალ კრებულში შენი ნაწარმოების ხილვას!
(აქ ურაკზე , შენი კომენტარის კვალს გამოვყევი და ისე მოგძებნე ამიტომ დავაგვიანე მოლოცვა) :ლიტერატურული ქარვასლა"- შევიძინე და გამიხარდა, რომ ვნახე შენი ნაწარმოები და შენი ფოტო. მე ყოველთვის მომწონდა თქვენი ნაწარმოებები. გილოცავ წარმატებას და მომავალ კრებულში შენი ნაწარმოების ხილვას!
(აქ ურაკზე , შენი კომენტარის კვალს გამოვყევი და ისე მოგძებნე ამიტომ დავაგვიანე მოლოცვა)
29. არ უნდა შეიკვაროს კაცმა ისე რომ მერე კაცობა დაგავიცკოს და არაკაცობა ჩაგადენინოს. ეს მარტლა კარგია
არ უნდა შეიკვაროს კაცმა ისე რომ მერე კაცობა დაგავიცკოს და არაკაცობა ჩაგადენინოს. ეს მარტლა კარგია
28. ბოლომდე წამაკითხა ამ ნაწარმოებმა საკუთარი თავი. დღეს ამის მეტს აღარაფერს წავიკითხავ. შევინარჩუნებ ,,ავღანური დღიურების '' დადებით ეფექტს. ბოლომდე წამაკითხა ამ ნაწარმოებმა საკუთარი თავი. დღეს ამის მეტს აღარაფერს წავიკითხავ. შევინარჩუნებ ,,ავღანური დღიურების `` დადებით ეფექტს.
27. მომეწონა! ისე კარგად და დამაჯერებლად წერთ, რომ რაც კი, წამიკითხია თქვენი ნაწარმოებების მეტ-ნაკლებად შინაარსები მახსოვს. სულ წარმატებებს გისურვებ. მომეწონა! ისე კარგად და დამაჯერებლად წერთ, რომ რაც კი, წამიკითხია თქვენი ნაწარმოებების მეტ-ნაკლებად შინაარსები მახსოვს. სულ წარმატებებს გისურვებ.
26. მშვენიერია....მომეწონა ძალიან..+++= მშვენიერია....მომეწონა ძალიან..+++=
25. ძალიან კარგი პროზაა, როგორც წინა ავღანური მოთხრობები. ძალიან კარგი პროზაა, როგორც წინა ავღანური მოთხრობები.
24. ძალიან კარგი პროზაა, როგორც წინა ავღანური მოთხრობები. ძალიან კარგი პროზაა, როგორც წინა ავღანური მოთხრობები.
23. ძალიან "ჩამითრია" ნაწარმოებმა. ეს. ამ ავტორის მოთხრობებს სჩვევია, ხოლმე:))))
მისი პერსონაჟები ძალიან გულწრფები არიან.
გმადლობთ. ძალიან "ჩამითრია" ნაწარმოებმა. ეს. ამ ავტორის მოთხრობებს სჩვევია, ხოლმე:))))
მისი პერსონაჟები ძალიან გულწრფები არიან.
გმადლობთ.
22.
კიდევ წავიკითხე, კიდევ უფრო მომეწონა და ჩემს წინა კომენტარსაც სრულად ვეთანხმები. :)
კიდევ წავიკითხე, კიდევ უფრო მომეწონა და ჩემს წინა კომენტარსაც სრულად ვეთანხმები. :)
21. საინტერესო მოთხრობაა, კარგად მოთხრობილი. დასასრულმა კითხვები გამიჩინა. ნეფერტარის კომენტარი შესანიშნავია მართლაც.:) საინტერესო მოთხრობაა, კარგად მოთხრობილი. დასასრულმა კითხვები გამიჩინა. ნეფერტარის კომენტარი შესანიშნავია მართლაც.:)
20. ძალიან საინტერესოა ძალიან საინტერესოა
19. ოი, ნეფერტარო, ძალიან კარგი ანალიზია და კარგად ჩამოყალიბებული :)
მეუდაბნოვე ჩემი საყვარელი ავტორია და არა მხოლოდ ჩემი :) ოი, ნეფერტარო, ძალიან კარგი ანალიზია და კარგად ჩამოყალიბებული :)
მეუდაბნოვე ჩემი საყვარელი ავტორია და არა მხოლოდ ჩემი :)
18. მადლობა, ნინო, სულ სხვა თვალით დამანახე საკუთარი მოთხრობა, მადლობა, ნინო, სულ სხვა თვალით დამანახე საკუთარი მოთხრობა,
17. ეს მოთხრობა როგორც კი დაიდო, მაშინვე წავკითხე. მიყვარს მეუდაბნოვეს მოთხრობებები მთელი ცხოვრება რომაა ჩატეული ერთ პატარა მოთხრობაში. მესამე დღეა ვფიქრობ ამ მოთხრობაზე და როგორც იქნა თავი მოვუყარე აზრებს რა და როგორ დამეწერა.
რთული სახეა სერჟანტი გენა, ურთულესი და ძლიერი ლიტერატურული პერსონაჟია. სამშობლოს მოწყვეტილი კაცი, რომელიც ჯარისკაცის ბედისწერამ ავღანეთის უღელტეხილზე ერთ მიყურებულ საგუშაგოზე მოისროლა. იმდენად მიყრუებულია იაქურობა, რომ სატვირთო "კამაზს" იპარავს რომ მაგნიტოფონი და რადიო იყიდოს "ჩარსის" ფული ჰქონდეს და დასაბრუნებლად ორ კაპიკს მოუყაროს თავი. ერთხელაც მოპარული მანქანის მყიდველი გენას და მის თანამებრძოლს მირჩას, ქალის ყიდვას შესთავაზებს ასი ათას ავღანად. ბიჭები დათანხმდებიან და აქედან იწყება ამბავიც. რაკი ფული ორივესი იყო, ქალთან ყოფნის ღამეებსაც ინაწილებენ, რასაც სერჟანტი გენა ვერ ეგუება ამ ვითარებას და უკვე შეყვარეული, - საბოლოოდ გამოდის წონასწრობიდან, როცა მირჩა თავის წილ ღამეს მესამე გუშაგს უთმობს გაცვლილი მორიგეობის ნაცვლად. გენა მირჩას მოკვლას გადაწყვეტს მაგრამ მირჩას ნაცვლად სატყუარას ესვრის. მირჩა ამბავს არ ახმაურებს და გენას ავალებს ქალი უკან დაბლობში დააბრუნოს. სერჟანტი ქალს უკან აბრუნებს და საგუშაგოზე ბრუნდება. მაგრამ ერთ ღამესაც მორიგეობის ჟამს ყვითელ ჩადრს ხედავს რომელიც თოვლიან მთაზე საგუშაგოსკენ ამოდის. გენა ფიქრობს რომ ქალი ბრუნდება და ჯერ თავისიანების ამოჟლეტაზე და ქალთან ერთად გაქცევაზე ფიქრობს, მაგრამ მერე ხედავს როგორ გველივით მოიკლაკნება ჩადრის ჩრდილი თოვლზე, იხსენებს როგორ დაამცირა მირჩამ მის გამო, აღარ შეუძლია სულიერი ტანჯვის ატანა და ავტომატს ამომავალ ჩრდილს უმიზნებს...
ამ ამბავს საგუშაგოდან გაცეული გენა იმ მანქანის მძღოლს უყვება რომელმაც გზაზე აიყვანა და რომელზეც თურმე ძებნაა გამოცხადებული რასაც მთხრობელი ანუ მძღოლი მხოლოდ მაშინ იგებს, როცა ავტოკოლონას აჩერებენ და ამბის გასაგებად მანქანიდან გადასული გებულობს რომ გაქცეულ სერჟანტს ეძებენ... მანქანაში ბრუნდება, მაგრამ მანქანა ცარიელი ხვდება...
ჩემი აზრით, უკან დაბრუნებული ნესა, უკვე მისტიურობაა, ასე ვთქვათ გენას " გარეთ გამოსული" თავმოყვარეობაა რომელსაც "ქალის მოკვლით" აკმაყოფილებს. ანუ სინამდვილეში ნესა საგუშაგოზე აღარ მიბრუნებულა...ეს მხოლოდ გენას წარმოსახვაა.
მირჩა როგორც პერსონაჟი გაცილებით ძლიერი პიროვნებაა გენაზე. არავისი დანიშნულება არ ერევა ერთმანეთში, ერთი შეხედვით არავის "ცუდად" არ ექცევა, არც გენას თხოვს პასუხს მკვლელობის მცდელობისთვის, "გარიგების" წესებსაც იცავს და კონფლიქტის წყაროსაც (ნესას) თავიდან იცილებს მშვიდობის დასამყარებლად, მაგრამ როგორც პიროვნება, საკმაოდ ძლიერი და ხისტი, მორალურად დაბალ საფეხურზე დგას გენასთან შედარებით.
მიუხედავად ამისა, გენას პიროვნული მსხვრევა ერთდროულად მირჩას ძლიერი ბუნების და მეორე მხრივ სიყვარულის ხარჯზე ხდება. გენა ვეღარ უძლებს შინაგან ბრძოლას და გარბის, ოღონდ ვის გაურბის, - არ იცის. მისტური ნესას - ანუ სიყვარულის მოკვლას, მირჩას რომლის ირონიის საგნადაც იქცა, საკუთარ თავს, რომელიც დაკარგა და პირუკუ უყურებს უკან დარჩენილი მთებივით. ფაქტია რომ გენას პიროვნების გამთლიანებას - უკვე აღარფერი ეშველება და ფსიქიკა საბოლოოდ აქვს დაზიანებული.
ძალიან სერიოზული პროზაა. მოთხრობა მთლიანად შეკრულია, სიუჟეტი რეალური, ჩამთრევი და საინტერესო, განვითარება მშვენიერი და დასასრული ლოგიკური.
როგორც რიგით ქართველს და ადამიანს, მიხარია რომ ასეთი პროზა იწერება და საჯაროდაც გამოდის ლიტერატურულ პორტალზე.
დიდი მადლობა მაესტრო მეუდავნოვეს. :)
ეს მოთხრობა როგორც კი დაიდო, მაშინვე წავკითხე. მიყვარს მეუდაბნოვეს მოთხრობებები მთელი ცხოვრება რომაა ჩატეული ერთ პატარა მოთხრობაში. მესამე დღეა ვფიქრობ ამ მოთხრობაზე და როგორც იქნა თავი მოვუყარე აზრებს რა და როგორ დამეწერა.
რთული სახეა სერჟანტი გენა, ურთულესი და ძლიერი ლიტერატურული პერსონაჟია. სამშობლოს მოწყვეტილი კაცი, რომელიც ჯარისკაცის ბედისწერამ ავღანეთის უღელტეხილზე ერთ მიყურებულ საგუშაგოზე მოისროლა. იმდენად მიყრუებულია იაქურობა, რომ სატვირთო "კამაზს" იპარავს რომ მაგნიტოფონი და რადიო იყიდოს "ჩარსის" ფული ჰქონდეს და დასაბრუნებლად ორ კაპიკს მოუყაროს თავი. ერთხელაც მოპარული მანქანის მყიდველი გენას და მის თანამებრძოლს მირჩას, ქალის ყიდვას შესთავაზებს ასი ათას ავღანად. ბიჭები დათანხმდებიან და აქედან იწყება ამბავიც. რაკი ფული ორივესი იყო, ქალთან ყოფნის ღამეებსაც ინაწილებენ, რასაც სერჟანტი გენა ვერ ეგუება ამ ვითარებას და უკვე შეყვარეული, - საბოლოოდ გამოდის წონასწრობიდან, როცა მირჩა თავის წილ ღამეს მესამე გუშაგს უთმობს გაცვლილი მორიგეობის ნაცვლად. გენა მირჩას მოკვლას გადაწყვეტს მაგრამ მირჩას ნაცვლად სატყუარას ესვრის. მირჩა ამბავს არ ახმაურებს და გენას ავალებს ქალი უკან დაბლობში დააბრუნოს. სერჟანტი ქალს უკან აბრუნებს და საგუშაგოზე ბრუნდება. მაგრამ ერთ ღამესაც მორიგეობის ჟამს ყვითელ ჩადრს ხედავს რომელიც თოვლიან მთაზე საგუშაგოსკენ ამოდის. გენა ფიქრობს რომ ქალი ბრუნდება და ჯერ თავისიანების ამოჟლეტაზე და ქალთან ერთად გაქცევაზე ფიქრობს, მაგრამ მერე ხედავს როგორ გველივით მოიკლაკნება ჩადრის ჩრდილი თოვლზე, იხსენებს როგორ დაამცირა მირჩამ მის გამო, აღარ შეუძლია სულიერი ტანჯვის ატანა და ავტომატს ამომავალ ჩრდილს უმიზნებს...
ამ ამბავს საგუშაგოდან გაცეული გენა იმ მანქანის მძღოლს უყვება რომელმაც გზაზე აიყვანა და რომელზეც თურმე ძებნაა გამოცხადებული რასაც მთხრობელი ანუ მძღოლი მხოლოდ მაშინ იგებს, როცა ავტოკოლონას აჩერებენ და ამბის გასაგებად მანქანიდან გადასული გებულობს რომ გაქცეულ სერჟანტს ეძებენ... მანქანაში ბრუნდება, მაგრამ მანქანა ცარიელი ხვდება...
ჩემი აზრით, უკან დაბრუნებული ნესა, უკვე მისტიურობაა, ასე ვთქვათ გენას " გარეთ გამოსული" თავმოყვარეობაა რომელსაც "ქალის მოკვლით" აკმაყოფილებს. ანუ სინამდვილეში ნესა საგუშაგოზე აღარ მიბრუნებულა...ეს მხოლოდ გენას წარმოსახვაა.
მირჩა როგორც პერსონაჟი გაცილებით ძლიერი პიროვნებაა გენაზე. არავისი დანიშნულება არ ერევა ერთმანეთში, ერთი შეხედვით არავის "ცუდად" არ ექცევა, არც გენას თხოვს პასუხს მკვლელობის მცდელობისთვის, "გარიგების" წესებსაც იცავს და კონფლიქტის წყაროსაც (ნესას) თავიდან იცილებს მშვიდობის დასამყარებლად, მაგრამ როგორც პიროვნება, საკმაოდ ძლიერი და ხისტი, მორალურად დაბალ საფეხურზე დგას გენასთან შედარებით.
მიუხედავად ამისა, გენას პიროვნული მსხვრევა ერთდროულად მირჩას ძლიერი ბუნების და მეორე მხრივ სიყვარულის ხარჯზე ხდება. გენა ვეღარ უძლებს შინაგან ბრძოლას და გარბის, ოღონდ ვის გაურბის, - არ იცის. მისტური ნესას - ანუ სიყვარულის მოკვლას, მირჩას რომლის ირონიის საგნადაც იქცა, საკუთარ თავს, რომელიც დაკარგა და პირუკუ უყურებს უკან დარჩენილი მთებივით. ფაქტია რომ გენას პიროვნების გამთლიანებას - უკვე აღარფერი ეშველება და ფსიქიკა საბოლოოდ აქვს დაზიანებული.
ძალიან სერიოზული პროზაა. მოთხრობა მთლიანად შეკრულია, სიუჟეტი რეალური, ჩამთრევი და საინტერესო, განვითარება მშვენიერი და დასასრული ლოგიკური.
როგორც რიგით ქართველს და ადამიანს, მიხარია რომ ასეთი პროზა იწერება და საჯაროდაც გამოდის ლიტერატურულ პორტალზე.
დიდი მადლობა მაესტრო მეუდავნოვეს. :)
16. კარგი მოთხრობაა. კარგი მოთხრობაა.
15. ძალიან კარგია. სიამოვნებით წავიკითხე. მე რატომღაც არ მეზედმეტა მანქანის მეორედ მოპარვა. :)) ჯონათანისა არ იყოს, მანქანის მართვის დროს თრიაქის შეკეთება, ალბათ არ შეიძლება და მთების პირუკუ ყურებაც. ეს გრძნობა მაშინვე გამიჩნდა, კითხვისას და მაინტერესებდა, ვინმემ თუ მიაქცია ყურადღება. :) თანაც, სერჟამტის ნაამბობი, რაღაცნაირად, მთლიანი ტექსტიდან გამოყოფილი არ არის. ძალიან საინტერესო ისტორიაა. და მეუდაბნოვე, რატომღაც ახლა მივხვდი, რომ ქალი შენთვის ძალიან სერიოზული ფიქგურაა, ზოგადად, ცხოვრებაში. ქალი, თუნდ დადებითი და თუნდ უარყოფითი პერსონაჟი იყოს. :)
პატივისცემით, ტენდი ძალიან კარგია. სიამოვნებით წავიკითხე. მე რატომღაც არ მეზედმეტა მანქანის მეორედ მოპარვა. :)) ჯონათანისა არ იყოს, მანქანის მართვის დროს თრიაქის შეკეთება, ალბათ არ შეიძლება და მთების პირუკუ ყურებაც. ეს გრძნობა მაშინვე გამიჩნდა, კითხვისას და მაინტერესებდა, ვინმემ თუ მიაქცია ყურადღება. :) თანაც, სერჟამტის ნაამბობი, რაღაცნაირად, მთლიანი ტექსტიდან გამოყოფილი არ არის. ძალიან საინტერესო ისტორიაა. და მეუდაბნოვე, რატომღაც ახლა მივხვდი, რომ ქალი შენთვის ძალიან სერიოზული ფიქგურაა, ზოგადად, ცხოვრებაში. ქალი, თუნდ დადებითი და თუნდ უარყოფითი პერსონაჟი იყოს. :)
პატივისცემით, ტენდი
14. მეუდაბნოვევ, თქვენი დავალება შესრულებულია. :) გთხოვთ გასინჯოთ ფოსტა. პატივისცემით,
მეუდაბნოვევ, თქვენი დავალება შესრულებულია. :) გთხოვთ გასინჯოთ ფოსტა. პატივისცემით,
13. პირველიო? =)
კითხვისგან რომ სიამოვნებას იღებ. პირველიო? =)
კითხვისგან რომ სიამოვნებას იღებ.
12. ამას აუცილებლად წავიკითხავ. ამას აუცილებლად წავიკითხავ.
11. შემოიტანე გასარჩევად რატიანთან და ...მერე შესძლებ ჩასწორებას უკეთ ყველაფრის...:-* :-* შემოიტანე გასარჩევად რატიანთან და ...მერე შესძლებ ჩასწორებას უკეთ ყველაფრის...:-* :-*
10. მადლობა, ნანა. მე თვითონაც ამაზე ბევრი ვიფიქრე და ვერ შევძელი, დახმარება მჭირდება. მადლობა, ნანა. მე თვითონაც ამაზე ბევრი ვიფიქრე და ვერ შევძელი, დახმარება მჭირდება.
9. ჰო დამავიწყდა მეთქვა...:) რამდენიმეჯერ მანქანის ქურდობა მეზედმეტა ცოტათი, ჯობია იყოს ერთხელ ქურდობა და ...იმ პირველი ვარიანტით...:-* ჩემი აზრითო... ჰო დამავიწყდა მეთქვა...:) რამდენიმეჯერ მანქანის ქურდობა მეზედმეტა ცოტათი, ჯობია იყოს ერთხელ ქურდობა და ...იმ პირველი ვარიანტით...:-* ჩემი აზრითო...
8. მადლობას გიხდით ყველას. ეს არის |ჩემი პირველი მოთხრობა, ოცდაოთხი წლის წინ დავწერე. მინდოდა შემესწორებინა, გამეახლებინა, მაგრამ ვერ შევძელი და ეს არის თითქმის პირველი სახით. ჩემთვის ძალიან ძვირფასია და მინდა სრულყოფილი გავხადო თქვენი დახმარებით, პირუთვნელად მომაწოდეთ შენიშვნები, ძალიან მადლიერი დაგრჩებით. მადლობას გიხდით ყველას. ეს არის |ჩემი პირველი მოთხრობა, ოცდაოთხი წლის წინ დავწერე. მინდოდა შემესწორებინა, გამეახლებინა, მაგრამ ვერ შევძელი და ეს არის თითქმის პირველი სახით. ჩემთვის ძალიან ძვირფასია და მინდა სრულყოფილი გავხადო თქვენი დახმარებით, პირუთვნელად მომაწოდეთ შენიშვნები, ძალიან მადლიერი დაგრჩებით.
7. სულმოუთქმელად ჩავიკითხე. სურათებიც კარგად დავინახე. საინტერესო თხრობა, როგორც ყოველთვის. სულ, სულ ცოტა რაღაც დამაკლდა.
" გიამბობ იმ ქალის ამბავს. ვიცი, რომ მომისმენ," __ამ წინადადების გარეშე ხომ არ აჯობებდა თხრობის დაწყება? სულმოუთქმელად ჩავიკითხე. სურათებიც კარგად დავინახე. საინტერესო თხრობა, როგორც ყოველთვის. სულ, სულ ცოტა რაღაც დამაკლდა.
" გიამბობ იმ ქალის ამბავს. ვიცი, რომ მომისმენ," __ამ წინადადების გარეშე ხომ არ აჯობებდა თხრობის დაწყება?
6. კარგი იყო...ცოტა არეული გმირი კია ეს სერჟანტი, რას ერჩოდა იმ ქალს?...-მაგრამ ავღანეთში მებრძოლი მთლად დალაგებული ვერც იქნებოდა ალბათ... ფინალი განსაკუთრებით მომეწონა... ძალიან კარგი თხრობაა... საკუთარი ხელწერა...ათას ავტორში გამოვარჩევ... 5 კარგი იყო...ცოტა არეული გმირი კია ეს სერჟანტი, რას ერჩოდა იმ ქალს?...-მაგრამ ავღანეთში მებრძოლი მთლად დალაგებული ვერც იქნებოდა ალბათ... ფინალი განსაკუთრებით მომეწონა... ძალიან კარგი თხრობაა... საკუთარი ხელწერა...ათას ავტორში გამოვარჩევ... 5
5. დღეს რამდენჯერაც გადავწყვიტე წამეკითხა იმდენჯერ ვერ მოვახერხე... როგორც იქნა ჩავუჯექი, შემიყოლია და დამთავრდა თხრობა ..... დანარჩენ ნაწრებსაც გადავხედავ , საინტერესო იყო ნამდვილად :) დღეს რამდენჯერაც გადავწყვიტე წამეკითხა იმდენჯერ ვერ მოვახერხე... როგორც იქნა ჩავუჯექი, შემიყოლია და დამთავრდა თხრობა ..... დანარჩენ ნაწრებსაც გადავხედავ , საინტერესო იყო ნამდვილად :)
4. თითქმის ყველა თქვენს მოთხრობაში ჩნდება საბედისწერო ქალი, იქაც კი, სადაც ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელია ასეთი ქალების არსებობა.
ამ მოთხრობაში ქალს, მიუხედავად მასში გადახდილი სოლიდური თანხისა, ჩალის ფასი აქვს და არა მხოლოდ ქალს, სიცოცხლესაც. ზოგადად. და ეს დამაჯერებლად და ოსტატურად გაქვთ ნაჩვენები.
დასაწყისში ვერ წარმოვიდგინე კარგად, მძღოლი , მოძრაობისას თრიაქის შეკეთებას მოახერხებდა? ან "მთებს პირუკუ გაჰყურებდა" რას ნიშნავს?
თქვენი "ავღანური დღიურების" გულშემატკივარი და მოტრფიალე რომ ვარ, ეს კი იცით.
თითქმის ყველა თქვენს მოთხრობაში ჩნდება საბედისწერო ქალი, იქაც კი, სადაც ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელია ასეთი ქალების არსებობა.
ამ მოთხრობაში ქალს, მიუხედავად მასში გადახდილი სოლიდური თანხისა, ჩალის ფასი აქვს და არა მხოლოდ ქალს, სიცოცხლესაც. ზოგადად. და ეს დამაჯერებლად და ოსტატურად გაქვთ ნაჩვენები.
დასაწყისში ვერ წარმოვიდგინე კარგად, მძღოლი , მოძრაობისას თრიაქის შეკეთებას მოახერხებდა? ან "მთებს პირუკუ გაჰყურებდა" რას ნიშნავს?
თქვენი "ავღანური დღიურების" გულშემატკივარი და მოტრფიალე რომ ვარ, ეს კი იცით.
3. ეს რა კარგი ავტორი დაგვბრუნებია :)
თავის მძაფრი ემოციებით :)
5 ეს რა კარგი ავტორი დაგვბრუნებია :)
თავის მძაფრი ემოციებით :)
5
2. "ხშირად ტყუილი ნამდვილს ჰგავს, ხოლო სიმართლე – სიცრუეს".
ძალიან მომეწონა. 5.
არც კი ვიცი რა ვთქვა ან რა დავწერო. ჯერ გადავხარშავ და მერე დავწერ... ძალიან იმოქმედა, ძალიან... "ხშირად ტყუილი ნამდვილს ჰგავს, ხოლო სიმართლე – სიცრუეს".
ძალიან მომეწონა. 5.
არც კი ვიცი რა ვთქვა ან რა დავწერო. ჯერ გადავხარშავ და მერე დავწერ... ძალიან იმოქმედა, ძალიან...
1. აი, აი, მოუტანია ახალი ჩემს მეუდაბნოვეს. ჩავუჯდე ახლაააა... აი, აი, მოუტანია ახალი ჩემს მეუდაბნოვეს. ჩავუჯდე ახლაააა...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|