ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან ფხაკაძე
ჟანრი: პოეზია
13 აპრილი, 2014


სულ ერთი ხარ :)

ხოტბას შეგასხამ, აგიტაცებ ღრუბლებზე მაღლა,
ტანს შემოგახვევ, ვარსკვლავების კაშკაშა ფერებს,
მე უშენობას სამუდამოდ წარსულში ვმარხავ,
და უნაპირო ოცნებებით დავეძებ ხმელეთს.

როგორ საოცრად თბილი არის, ეხლა ზამთარი,
თითქოს გაზაფხულს ჩაეჭიდა უცხო კავშირით,
გადმონასროლი, მომავლიდან მოჩანს აპრილი,
და მოგონება ჩემში ცოცავს თოთო ბავშვივით.

დღეს სულ ერთი ხარ, როგორც გსურდეს ისე გაიგე,
შენზე ფიქრებიც სულ ერთია წლებით გადამაქ,
მომენატრები, აპრილისფერ თბილ დეკემბერში,
გაზაფხულზე კი სამუდამოდ ლექსში დაგმარხავ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები