ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
13 აპრილი, 2014


მ ე გ ო ნ ა (გახიდული ლექსი)

მეგონა
ვთამაშობდით და ეგ წასვლაც,
მხოლოდ ბავშვურობას მივაწერე,
ჩემთან დაბრუნება რომ გეცადა...
(სულს კვლავ სინანული მინაწევრებს).
ვდგავარ,
წარსულიდან ანარეკლი
ვფიქრობ,
თავს ვერ ვუყრი მოგონებებს,
ვხვდები,
მენატრები არანაკლებ,
უფრო მეტადაც კი,
გეგონება,
სულაც არ გავზრდილვართ,
ოცნებებიც
მუჭში მომწყვდეული კენჭებივით,
დაგვაქვს ისევ ისე,
მეცინება,
ახლა შენს აწმყოზეც ვეჭვიანობ...
იქნებ,
არც იგონებ თვითმფრინავებს,
სურვილებს ვაწერდით უხმოდ ფრთებზე,
როცა აივნიდან მიფრინავდნენ.
აღარ ბრუნდებოდნენ, ჩვენ კი ღმერთზე
ჩუმად ვბარზდებოდით,
მერე ღმერთიც,
მგონი გაგვიბრაზდა, ყველა კენჭი
ქარმა გაგვიფანტა, მხოლოდ ერთი,
ისიც სიმარტოვე დამრჩა
ვეჭვობ...
იქნებ გახსოვარ, ან არც, ვინ იცის
(შენი მონატრება ტანში მივლის),
მაინც რა ხანია დგას სიცივე,
მე და შენს შორის „და“ კავშირივით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები