ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯაფარა77
ჟანრი: პოეზია
15 აპრილი, 2014


12 ჰაიკუ

12ჰაიკუ
მთელი სიცოცხლის მანძილზე უნდა წერო და ჰაიკუ ერთხელ გამოგივა. (იაპონელები ასე ამბობენ)        ჰაიკუ ბუნების ჟურნალისტიკაა
                                                                         
1.
სამყარო გაწყრა,
ჩამოიფერთხა თოვლი
სველი ხელებით.

2
გალაქტიკაში
ოცნება მომიკითხე, -
დაგედევნება...

3
გუნდა კედელზე
შეელეწა,დაიფშვნა,
ჩამოიღვენთა.

4
ხმელი ფოთოლი
ნაბიჯების ქვეშ ისევ
შრიალებს, ცივა.

5
ბუდეს იკეთებს
მერცხალი კლდეზე, -თიხით,
მშენებელია...

8.
ბუნება ტირის,
ატმის ყვავილებს სცივათ, -
გადაპენტილებს.

9
დამეთანხმები: -
ცხოვრება თამაშია და
გემოც ამაშია...

10
არ უხარიხარ?!?
არ ენატრები სოფელს?!
გაიხურე, -წადი...

11
ხელები გულზე,
თითებში მოჟონავს თუთის
სიმწიფის წვენი.

12.
ქარმა დაუკრა
ხმელი ფოთლების ბლუზი,
გაფრინდა ჩიტი.



პ. ს.  თუ ვინმე მეტყვის რომ აქ თუნდაც ერთი ჰაიკუ გამოერია, ბედნიერი ვიქნები წინასიტყვაობიდან გამომდინარე  :D

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს