ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: imedi
ჟანრი: პოეზია
13 აპრილი, 2014


მონატრება...

მომეწყინა.... მომენატრა.....
მონატრებამ გამახელა,
სიყვარულით  მოფერებამ
ერთმანეთი გაგვახსენა..
გულში  დარდმა...
სევდის ბინა მოითხოვა.
ნოსტალგია შემომაწვა-
დამადნო და დამანელა...
ტკივილს ვეღარ უძლებს გული.
მონატრებამ გამაგიჟა...
მშობელის და ახლობელის
მოფერებამ  მომაწყურა...
ღიმილმა და სიხარულმა
უფსკრულიდან ამოხეთქა...
გულმა ტკივილს ვერ გაუძლო
დაიწურა..დაიფერფლა...
სულის ტკივილს შენ გაბარებ-
ქაღალდს ცრემლი დაეპკურა.
დაასველა... დაასველა...
ღიმილიც კი დაასველა...
შენი ლოცვის მონატრებამ
წყურვილიც  კი გაახელა...
მშობელის და ნათესავის
მონატრებამ გამაშველა...
დარდისაგან გამანელა...
მონატრებამ შენი სუნთქვის
ჩამფერფლა და ჩამანელა....

ექსპრომტი




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები