ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
14 აპრილი, 2014


# # #

***
ადრე ყვავილებს,
ახლა ფიფქებსღა ითვლის
ეს ხეივანი

გაზაფხულს ვეღარ,
მაგრამ ვაი, თუ თოვლსაც
ბოლოჯერ იხდენს..

***
ბაღის კიდესთან
"ვაშლი" დაგვიქალწულდა
და მზით შეკერილს,
თეთრი ყვავილის კაბას,
ალიონზე პირველად ირგებს.

***
ხარობს საკურა,
_ჰანამამდეც შევიმოსები...
კობეში ბარდნის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს