ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
15 აპრილი, 2014


სისხლდენა

ნამიან გვირილებზე დილის მზე იზმორება,
აწოწილ ხეებს შორის მიცოცავს ბილიკები...
ამაყი მწვერვალები ყოველ წელს ითოვლება,
ღრუბლებიც საუბრობენ ხანდახან მიმიკებით...

დადიან ორღობეში დაღლილი სახეებით,
ამინდზე საუბრობენ ჭაღარა ბაბუები,
ბავშვური შემართებით,ერთმანეთს ამხნევებენ,
სიკვდილს კი მოლოდინს და მოთმენას აგუებენ...

წყაროსთან შეგროვილან დამჭკნარი ენძელები,
შაქარა ბებიები, ჭრელ–ჭრული ჩიხტოკოპით,
სიცოცხლით გადაღლილებს სიკვდილიც ეძნელებათ,
შვილებზე დარდობენ და შვილიშვილს ვერ იყოფენ...

ჭალაში,ღელის პირას ბავშვები თამაშობენ,
ტალახით აშენებენ  პიზას და ბასტილიას,
ხანდახან ერთმანეთში უაზროდ კამათობენ,
მერე კი რიგდებიან,შემდეგ კი კვლვ ტირიან.

მიდიან დღეები და სოფელი გვიბერდება,
ვირთხები დარაჯობენ დანგრეულ ნასახლარებს,
სისხლისგან იცლებიან,სისხლი კი არ დედდება,
იმედიც არსად მოსჩანს გულებს რომ გაახარებს...

ნამიან გვირილებზე დილის მზე იზმორება,
აწოწილ ხეებს შორის არ მოსჩანს ბილიკები,
ჩიტები სახურავზე ბუდეს არ იტოვებენ,
გამხმარან ,გაჩეჩილი,დალალა ტირიფები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები