”დავიღალე, მოდი ჩემთან, უფალო”
პატრიარქის საგალობლიდან
დავიღალე და მომიახლოვდი, ღმერთო, ხორცის ტარებამ დამიავადა სული, ამეწვა გული, თითქოს, კოცონი ენთოს, ვერაფრით ვაქრობ მაინც სიცოცხლის სურვილს. ძველი ხურჯინით ვეღარ დავათრევ ცოდვებს, არეულია მოგონებებით გონი, არ ვარ არავის მცნობი, არაფრის მცოდნე, ჰაერს სუნთქვისას ცრემლებს ვაყოლებ, მგონი. ვმარცვლავ ბგერებს და სიტყვებით ვაცვამ მძივებს, მერე სათქმელის შეკოწიწებას ვლამობ, თანდათანობით ხდება სამყარო მძიმე, საკუთარ თავსაც ვეღარ აუვა მალე. მეც მძიმესავით წელშიმოხრილი გავხდი, და ნატვრად მექცა, რომ არ მოვბეზრდე უფალს, რაც არ არსებობს, მხოლოდ ისაა ნაღდი, ვფიქრობ ზოგჯერ და ამით ვართულებ უფრო... მოვშორდებოდი ყველაფერს, თუმცა ვერ ვთმობ, რომ არ ვემსგავსო დღითიდღე უფრო შეშლილს, დავიღალე და შემომეშველე, ღმერთო, იქნებ, ბავშვობა გადავარჩინო ჩემში.
http://www.youtube.com/watch?v=wMvX6C3oN2s
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. გაიხარეთ...
გაიხარეთ...
14. ძალიან კარგი და ზუსტი ლექსი. განწყობაც როგორი ნაცნობი. თუმცა ყველას თავისი ჯვარი სხვისაზე უფრო მძიმე ეჩვენება. +2 ძალიან კარგი და ზუსტი ლექსი. განწყობაც როგორი ნაცნობი. თუმცა ყველას თავისი ჯვარი სხვისაზე უფრო მძიმე ეჩვენება. +2
13. დავიღალე და შემომეშველე, ღმერთო, იქნებ, ბავშვობა გადავარჩინო ჩემში. დავიღალე და შემომეშველე, ღმერთო, იქნებ, ბავშვობა გადავარჩინო ჩემში.
12. ნაირიმ-ი, რიტმი არ ირღვევა მაგ სტრიქონში და რატომ "გაიჭედეთ", ვერ ვხვდები :) თქვენ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი კი, სხვაა შინაარსობრივად. მეორე ფრაზას რაც შეეხება, "სიტყვებით" უფრო გასაგები იქნება, ალბათ. ჩავანაცვლებ ახლავე. საბოდიშო არაფერია, პირიქით - გმადლობთ. ასევე კეთილი სურვილებით!
ნაირიმ-ი, რიტმი არ ირღვევა მაგ სტრიქონში და რატომ "გაიჭედეთ", ვერ ვხვდები :) თქვენ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი კი, სხვაა შინაარსობრივად. მეორე ფრაზას რაც შეეხება, "სიტყვებით" უფრო გასაგები იქნება, ალბათ. ჩავანაცვლებ ახლავე. საბოდიშო არაფერია, პირიქით - გმადლობთ. ასევე კეთილი სურვილებით!
11. "არ ვარ არავის მცნობი, არაფრის მცოდნე," - აქ რაღაც გავიჭედე რიტმში (ასე ხომ არ ჯობდა - არ ვარ არავის და არც არაფრის მცოდნე, ... )
"ვმარცვლავ ბგერებს და სიტყვებად ვაცვამ მძივებს," - (ვმარცვლავ ბგერებს და მძივებად ვაცვამ სიტყვებს,.. მე ასე წამეკითხა)
ბოდიში, რომ თავს "ტექსტური" შენიშვნის უფლება მივეცი ... მაგრამ, მხოლოდ იმიტომ, რომ მომეწონა
კეთილი სურვილებით
+2 "არ ვარ არავის მცნობი, არაფრის მცოდნე," - აქ რაღაც გავიჭედე რიტმში (ასე ხომ არ ჯობდა - არ ვარ არავის და არც არაფრის მცოდნე, ... )
"ვმარცვლავ ბგერებს და სიტყვებად ვაცვამ მძივებს," - (ვმარცვლავ ბგერებს და მძივებად ვაცვამ სიტყვებს,.. მე ასე წამეკითხა)
ბოდიში, რომ თავს "ტექსტური" შენიშვნის უფლება მივეცი ... მაგრამ, მხოლოდ იმიტომ, რომ მომეწონა
კეთილი სურვილებით
+2
10. ყველას დიდი მადლობა! :)
მუხავ, საკმარისი ემოციით ვერ (არ) ვკითხულობ-ხოლმე საჯაროდ, მაგრამ თუკი მოგეწონათ, მიხარია...
ყველას დიდი მადლობა! :)
მუხავ, საკმარისი ემოციით ვერ (არ) ვკითხულობ-ხოლმე საჯაროდ, მაგრამ თუკი მოგეწონათ, მიხარია...
9. მომეწონა. ++ მომეწონა. ++
8. დავიღალე და შემომეშველე, ღმერთო, იქნებ, ბავშვობა გადავარჩინო ჩემში. კარგია. დავიღალე და შემომეშველე, ღმერთო, იქნებ, ბავშვობა გადავარჩინო ჩემში. კარგია.
7. მომეწონა ,
მოვშორდებოდი ყველაფერს დავწერე ლექსი. თუმც ვერ ვთმობ,
ასე მგონია მე დავწერე ეს ლექსი! ვიდეოც მოვისმინე, ძალიან კარგი ინტონაცია, გაქვს, თავისუფლად, , ძალდატანების გარეშე მშვენივრად კითხულობ. მომეწონა ,
მოვშორდებოდი ყველაფერს დავწერე ლექსი. თუმც ვერ ვთმობ,
ასე მგონია მე დავწერე ეს ლექსი! ვიდეოც მოვისმინე, ძალიან კარგი ინტონაცია, გაქვს, თავისუფლად, , ძალდატანების გარეშე მშვენივრად კითხულობ.
6. კარგი ლექსი! ++ კარგი ლექსი! ++
5. რა კარგი თეა ხარ.:)55 რა კარაგდ გრძნობ იმას, რასაც წერ. რა კარგი თეა ხარ.:)55 რა კარაგდ გრძნობ იმას, რასაც წერ.
4. გმადლობთ სამივეს! :)
გმადლობთ სამივეს! :)
3. ძალიან კარგია.. ზოგიერთი ადგილი განსაკუთრებით.. და ერთიანობაშიც :) ძალიან კარგია.. ზოგიერთი ადგილი განსაკუთრებით.. და ერთიანობაშიც :)
2. მოვშორდებოდი ყველაფერს, თუმცა ვერ ვთმობ, რომ არ ვემსგავსო დღითიდღე უფრო შეშლილს, დავიღალე და შემომეშველე, ღმერთო, იქნებ, ბავშვობა გადავარჩინო ჩემში. კარგია+++++ მოვშორდებოდი ყველაფერს, თუმცა ვერ ვთმობ, რომ არ ვემსგავსო დღითიდღე უფრო შეშლილს, დავიღალე და შემომეშველე, ღმერთო, იქნებ, ბავშვობა გადავარჩინო ჩემში. კარგია+++++
1. მოვშორდებოდი ყველაფერს, თუმცა ვერ ვთმობ, რომ არ ვემსგავსო დღითიდღე უფრო შეშლილს, დავიღალე და შემომეშველე, ღმერთო, იქნებ, ბავშვობა გადავარჩინო ჩემში........ფინალი განსაკუთრებით + + მოვშორდებოდი ყველაფერს, თუმცა ვერ ვთმობ, რომ არ ვემსგავსო დღითიდღე უფრო შეშლილს, დავიღალე და შემომეშველე, ღმერთო, იქნებ, ბავშვობა გადავარჩინო ჩემში........ფინალი განსაკუთრებით + +
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|