ნაწარმოებები



ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
15 აპრილი, 2014


ნარცისი

ტყის პირას, მწვანედშეფერილ ველად
თავს იწონებდა თეთრი ნარცისი.
ლამაზი, როგორც ყვავილი ყველა,
თავად რომ თვლიდა, თუმცა – არც ისე!

თავის სურნელით მოხიბლული და
შეყვარებული თავზე, ნეტარი,
ვერ მიმხვდარიყო, მისი გულიდან
რად არ მიჰქონდა ფუტკარს – ნექტარი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები