ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ციცინო
ჟანრი: პოეზია
17 აპრილი, 2014


###

რაღაცნაირი ლექსი

გარეთ ქარია ისევ და ვიცი _
ნათელი დარი უდგათ მიონებს,
სიმშვიდის პოვნა სულ უფრო მიჭირს
და შენი სითბო გზას მიიოლებს.

თუმცა ხანდახან იცის ავდარმა,
შენი თვალების ცაზე მოვარდნა
და გრძნობ, თუ როგორ ძნელდება სუნთქვა,
მერე დუმილის ეშვება ფარდა
ჩვენ შორის,
მერე ქარიც მძაფრია...
...ღრუბლის თექაზე მზე გადაგორდა,
და პირბნელ ღამეს, მთვარისლამპრიანს,
არ შემატოვო, ვეჭვდები ხოლმე.
ნაავდრალ ზეცას ღვედი აკავებს ცისარტყელის
და ბროლის ჰაერი,
სავსეა სივრცე შენი დუმილით
და შადრევანი მოჰგავს დაირას,
ზემოდან...
როცა ჩავცქერი ეზოს
და კუდქიცინა ჭავლების ბროლებს,
ფოთოლთა ცერად სივრცეში ვარდნას
არ შემატოვო, ვეჭვდები ხოლმე.


***
არ მახსენდება
აღარც ერთი წამი,
რომელიც შენით არ იყო აღბეჭდილი,
თუმცა ავდარმა ცა ამოჭამა
და რამდენსაც ამოუვლია
განთიადს,
მერე მონატრებამ ჩამოაღამა ყველა
და მინდა,
მე უბრალოდ ძალიან მინდა
ახლდე ამ ღიმილს,
გულმოდგინედ რასაც ვირკალავ
ბაგეზე,
მინდა ამიჩემო და მერე სადმე
გადაიკარგონ ტკივილები,
გამოიდაროს…
მერე ყოველთვის ამინდები ჰგავდნენ ქარიტებს,
გადაუღებლად...
…რამდენია ცაზე ვარსკვლავი
ვინ იცის,
ხოდა, ეგ უზადო მარგალიტები,
ნუ გეშინია,
ჩემი სულის ზღურბლთან დაყარე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები