ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
18 აპრილი, 2014


*>*

აპრილი გორაკებს კოკრისფრად გვიღებავს,
ყვავილობს ია და თვით იასამანი,
სამოთხის კარები ნელ–ნელა იღება,
ნელ –ნელა იხსნება პოეტის სამარე,

სივრცეში გაფანტულ აზრების ტირაჟებს,
აგროვებს ფაქიზად,ვითომ და განძია,
ყველა გაზაფხული ეს არის მირაჟი,
პოეტის წამწამებს ცრემლებით ამძიმებს,

უდუღებს სისხლსა და უდუღებს გონებას,
ანდომებს,ლექსები დაწეროს,დახიოს,
თავისუფლდებიან ხანდახან მონებიც,
ზოგჯერ კი მონობა მართლაც რომ ახია...

პოეტი ცდილობს, რომ ზეცაც კი დახიოს,
პოეტი ცდილობს,რომ ისწავლოს გალობა,
ვერ ნახავ პოეტში ყალბსა და მსახიობს,
ვერ ნახავ პოეტი ითხოვდეს წყალობას.

აპრილი გორაკებს კოკრისფრად გვიღებავს,
ყვავილობს ია და თვით იასამანი,
სამოთხის კარები ნელ–ნელა იღება,
ნელ –ნელა იხსნება პოეტის სამარე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები