ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ყალიჩავა
ჟანრი: პოეზია
18 აპრილი, 2014


ქისტი აბრაგები (ხასოს და სულთანას)



მთებიდან რომ ისმის ყიჟინა, ჯერ კიდევ,
იქ თქვენი სისხლია ჩაღვრილი ბოლომდე,
და ახლა გორზე დგას იბი და ახმადი,
და კვლავ იძახიან - მაგროვდით, ბიჭებო!

ნატყვიარ, დანგრეულ და შეჭმულ აულებს
ჩვენ უნდა ჩავუდგათ კვლავ სული ცოცხალის,
აღარ გვაპატიებს აღარც ხასუეხა და
აღარც ბისოლთი, ტყვიით დაცხრილული.

აი, იმ აულზე კუშტანის ლანდი დგას,
ადამ ძევგაევით და ფეიზულათი,
ახმად ხუჩბაროვის ქვითინი ჩამესმის,
ჰოი, ეს რა ბიჭი დაგკარგეთ, ფეიზულ.

ზემო ანდაქიდან კვლავ ყივის არწივი,
ძმებო, არ ჩაბარდეთ, სიკვდილი ვამარცხოთ,
კარაბინშემართულ იბი ალხასტი და
ნოხჩიფანდურითა ადამ ძევგაევი.

მთიდან მოგვძახიან ჩოქა და სეიდა,
ქისტებო, იმ მთებში იყავით მარადის,
სადაც დაგაბედათ სიცოცხლე ალაჰმა,
და რომლის გარეშეც სივდილიც არა ღირს.

და ის მამაშვილი ხასან და მუხმადა,
იდრის მაგომედოვ,ვაჟკაცი მქუხარე,
ალახმა ახსენოს და ღმერთმა აცხონოს,
ვინც თავის გულმკერდით იცავდა სამშობლოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს