ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დევი
ჟანრი: პოეზია
20 აპრილი, 2014


///////

წუთი წვეთავს წამდაწამ,
წუთ-წუთობით საათი,
საათი ბევრს ვერ დაითვლის,
წლებს დაითვლის სანათი.
ერთმანეთს თუ არ გავწირავთ
გავახარებთ ზეცის მნათობს,
რა იქნება ჩვენც გვიყვარდეს,
ისიც, ვინც ჩვენზე არ დარდობს.
მზე მაგალითს გვაძლევს ულევს,
და არავის არ ღალატობს,
ყველას ერთნაირად ათბობს,
ვინც კი აღიარებს მნათობს.
ნათელს ჩენსკენ სითბოს ატანს
და სხივებით ბნელეთს ფანტავს,
მაგრამ დიდ-პატარა ჩრდილებს
ჩვენს ირგვლივ თვითონვე ხატავს...
სუსტ "მეტოქეს" უნაწილებს
სხივებს დილის სანათი,
მთვარი შუქსაც ჰყვარებია
ზღვის კალთებზე ტაატი...
ერთმანეთს თუ არ დავინდობთ
არ შეგვრჩება კამათი,
უფრო მალე მოდუღდება
სასიკვდილო შარბათი...

ისევ წავა წამდაუწუმ
წუთ-წუთობით საათი,
საათი თუ ვერ დაითვლის,
წლებს დაითვლის სანათი.
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები