ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: მაია დი.
ჟანრი: პოეზია
21 აპრილი, 2014


აღსდექ, უფალო!

აღსდექ, უფალო, გაიჟღინთა ცრემლებით მიწა,
ძუძუ გაუშრათ ქალებს, ლამაზებს, ვაჟებმა ჭამეს თავისი ხორცი,
სამშობლოდან გადაკარგულებს ბედი სწვევიათ,
აუკიდიათ მძიმე ტვირთად ზარზმა და ოშკი.
აღსდექ, უფალო, შვილნი შენნი სავსე ვართ ცოდვით,
ალბათ ამიტომ პატარაა ქართული მიწა,
ბეღურებივით არ გვინდა რომ გავფრინდეთ შორით,
მაგრამ ზამთარი გვეპარება, გავუძლებთ ყინვას?!
წინაპრებს ჩვენსას გაუშლიათ ზეცაში სუფრა,
ჩვენ ერთგულების ჩაგვიცვია ჩოხა, სამოსი,
გული კი ჩვენი ჩამოსცმია დაჟანგულ რკინას,
აღსდექ, უფალო, კვლავ შეგვმოსე რწმენის სამოსლით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლევან დევაძე ვულოცავთ დაბადების დღეს