ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯაფარა77
ჟანრი: პოეზია
3 მაისი, 2014


მომასწარი დიდ ქართველობას (ძველი რვეულებიდან 3)

მომასწარი დიდ ქართველობას

უკვე ძალიან ბევრი ვიცოცხლე,
გადმოვათრიე ჩემი სიცოცხლე
უკვე მესამე ათასწლეულში. -
და აბა რისთვის?! -მითხარით ვინმემ,
მინდა ვიცოდე.

მე აღარავინ არ შემიცოდებს,
არ მაპატიებს ჩადენილ ცოდვებს,
თუ ვერ შევძელი ამ ასწლეულში მონანიება, -
პაპათ ცოდვების:
-მისმინეთ მლოცველს:

ღმერთო, შეუნდე ჩემს საქართველოს
ეს ქართველობა,
და აპატიე შენს ქართველებს
არ ქართველობა,
შეუნარჩუნე საქართველოს
ის ქართველობა და
მომასწარი, მომასწარი
-დიდ ქართველობას!


12.02.2005წელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები