ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პოეზია
30 ნოემბერი, 2008


ა კ ა ც ი ა

(სიმღერა)

აკაცია წარსულ დღეებს გამახსენებს,
აკაციის სუნი - შენი თმების სურნელს,
აკაციის გემო - შენი ტუჩის გემოს
და შრიალი - გამაგონებს ხმას სასურველს.

აკაცია, "ოცნების ხე" რად არ გქვია?
აკაცია რად წამართვი ჩემი გული?
აკაცია... აკაცია!.... აკაციამ
მაგრძნობინა სულ პირველი სიყვარული!...

აკაცია, "ოცნების ხე" რად არ გქვია?
აკაცია, ოცნებითაც დავიღლები...
აკაცია... აკაცია, შენი ჩრდილით
დამიფარე! შემიბრალე,  გევედრები!...



აკაციის ყვავილობა გადაივლის,
ყვავილები თეთრ ფანტელად ჩამოცვივა...
აკაცია თავის ჩრდილით დამიფარავს, -
ავტირდები, მწარე ცრემლი გადმომცვივა...

აკაცია, "ოცნების ხე" რად არ გქვია?
აკაცია, შენ გეკუთვნის ჩემი გული!
აკაცია... აკაცია!.... აკაცია,
დამიბრუნე ერთადერთი სიყვარული!...

აკაცია, "ოცნების ხე" რად არ გქვია?
აკაცია, ოცნებითაც დავიღალე...
აკაცია... აკაცია, გევედრები,
მუხლმოდრეკით გევედრები, შემიბრალე!...

აკაცია, "ოცნების ხე"...  შენ არ გქვია!...
ჩემს ოცნებას მე დავარქვი "აკაცია"!...

1980 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები