ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: საბავშვო
26 აპრილი, 2014


პატარების შეკვეთით

გუშინ ტყეში

გუშინ ტყეში დათუნიამ
ააცალა ფუტკრებს ფიჭა,
სიჩქარეში ჭიანჭველის
ბუდესაც კი დააბიჯა.

თუკი მდევარს გაასწრებდა,
მიაღწევდა თავის ბუნაგს,
შეირგებდა ნადავლს ტკბილად.
რა ქნას, თაფლი უყვარს მსუნაგს.

მაგრამ ვაი! ფუტკრის გუნდი
დაეწია დათუნიას,
_გამიგრილე ნაკბენიო,
ეხვეწება ახლა ნიავს.


ბეჰემოთი სლოკინა

ზებრამ რომ ვერ დაიძინა,
განა ღამე მოყინა?!
თურმე არ აძინებდა
ბეჰემოთი სლოკინა.

_ბეჰე, ჩემო მეგობარო,
შეუძახა მთქნარებით,
_დამაძინო იქნებ ცოტა,
მიიხურე კარ(ებ)ი.

_კარს მივხურავ, ნუ მიწყრები,
თუ ხარ მეგობარიო,
მომიტანო იქნებ ტბიდან
სათლით ცივი წყალიო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები