ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან ფხაკაძე
ჟანრი: პოეზია
2 მაისი, 2014


გავხდი თქვენნაირი ანდა თქვენი მსგავსი

თითქოს, არაფერზე უკვე აღარ ვდარდობ,
ფერი შეიცვალეს ჩემმა ოქცნებებმა,
წლები მიდიან და ხდება ნისლისფერი,
ყველა წარსული და ყველა მოგონება.

ვხდები სიგარეტზე უფრო მიჯაჭვული,
სისხლსაც ორგანიზმში, მგონი სპირტი აშრობს,
მალე მოკვდებიო მითხრეს ექიმებმა,
მაგრამ ხომ გითხარით, უკვე აღარ ვდარდობ.

აღარც არაფერი მხიბლავს ძველებურად,
ჩემს წინ ეკარგება სიტყვას თავის ფასი,
გრძნობა გაიცვითა უკვე მიგეჩვიეთ,
გავხდი თქვენნაირი ანდა თქვენი მსგავსი.

მალე, თქვენნაირად ნიღაბს გავიკეთებ,
მერე თქვენნაირად, ვინმეს შევიყვარებ,
ისევ მომინდება სახის გამოჩენა,
მაგრამ, გავჩერდები და თავს შევიკავებ.

ისე შეგერევით ალბათ ვეღარც მიცნობთ,
ვივლი ქუჩაში და ღიმილს მივიხატავ,
წამით გავჩერდები, უკან მოვიხედავ,
ცრემლებს შევიშრობ და წარსულ მივმოვფანტავ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები