 | ავტორი: დევი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 3 მაისი, 2014 |
ბ.ზ-ს
წერე და ეგებ გაიზარდოო, იქნებ ოდესმე დაწეროო კარგი ლექსები, ვაჰ, არ ველოდი, მაგრამ თვითონვე, უნებურად გიწოდებიათ ამ ტექსტებისთვის სიტყვა "ლექსები". ოჰ, მომიტევეთ თუ ვერ "დავაცხვე" პოეტებისთვის მოსაწონი "ტკბილი კექსები". ნება მიბოძეთ მაინც გავბედო, "მოვზილო ცომი" და "გამოვაცხო" თუნდაც "ხმიადი", თორემ "შიმშილით ჩავიკეცები". _______________________________
ასე იყო ეს ამბავი!
მარიამის საღამოა, დაუჯდომელს ვისმენ მზისას, პოეზიით გაბრწყინებულს ვუმზერ თვალებს პოეტისას. თქვენც პოეტი ბრძანდებითო? მომაახლეს უცებ კითხვა, არა მეთქი, _მკითხველი ვარ, არა ვგავარ ლექსის მკითხველს? _წინა რიგში რომ იჯექით მხოლოდ ამიტომ ვიკითხე... შემრცხვა, როცა მივიხედე, პოეტები იდგნენ ფეხზე, მე კი წინ გამოვჭიმულვარ, უკეთესი ვითომ სხვებზე. შემრცხვა, მაგრამ ახლა უკვე გვიანაა ვთქვა უარი, შუა რიგში მოკრძალებით ზის და ისმენს რენუარი. ვფიქრობ_მივალ და გავიცნობ, წარმოვიდგენ_გული ხარობს, მაგრამ აბა რას გავბედავ, მე რა ვუთხრა ვინა ვარო?
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. არ ფასედებაო, არა და ძალიან მომეწონა!
არ ფასედებაო, არა და ძალიან მომეწონა!
6. გამეღიმა თბილად...:-* გამეღიმა თბილად...:-*
5. ადრესატი ვიცანი ... საინტერესოა ! ადრესატი ვიცანი ... საინტერესოა !
4. საინტერესოა. :) საინტერესოა. :)
3. საინტრესოა. საინტრესოა.
2. უი სხვაში ყოფილა და ქულა დაპირებად დამრჩა უი სხვაში ყოფილა და ქულა დაპირებად დამრჩა
1. ადრესატი მგონი ამოვიკითხე თუ ამოვიცანი. მეორე უფრო ... +3 ადრესატი მგონი ამოვიკითხე თუ ამოვიცანი. მეორე უფრო ... +3
|
|
მონაცემები არ არის |
|
|