ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
3 მაისი, 2014


(დამთავრდა გზები )

დამთავრდა გზები და იწყება წყვდიადი,
მე, განვლილ ბილიკებს ტკივილით ვიგონებ,
დროა უმოქმედოდ,დინებას მივენდო,
ფასი დაეკარგა,სევდას და სტრიქონებს,
მაგრამ ვერ ვნებდები,რითმების ბაცილა,
პოეტის სიცოცხლეს არასდროს ამთავრებს,
მე, სიკვდილს ღამეში-ცამეტჯერ ვაცილებ,
დილით უსულობას ვაბრალებ ნამთვრალევს.
ფიქრისგან დაღლილი,სივრცში მივცურავ,
სხვა ნაპირ გავყურებ-დამპალი ტივიდან,
ნატვრად მაქვს- მთებს შორის პატარა მიწური,
მინდა,რომ ლექსებით უფლამდე მივიდე...
დამთავდა გზები და დაიწყო სხვა გზები,
ცხოვრება კვლავ ახალ ხაფანგებს მიმზადებს,
დავტენე დარდისგან დაცლილი ვაზნები,
დავდივარ ცაზე და დავფრინავ მიწაზე...
მე,ვეღარ ვმთავრდები!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები