ნაწარმოებები



ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პოეზია
1 დეკემბერი, 2008


ვნების შემოდგომა

აი, ნოემბერიც უკვე მიილია,
ქარი ყვითელ ფოთლებს ცაში ატრიალებს...
სული უშენობით ისე მეხუთება,
სხეულს ძლივს დავათრევ, სხეულს სატიალეს...

შენი დაპირებაც ქარებს გაჰყოლია,
თვალი ვერსად გკიდე, აღარ დამენახე...
ჩუმი მდუმარება ფიქრებს შეხიზვნია,
სიზმრად ჩამყოლია შენი ცივი სახე...

რატომ მენატრები ასე გაგიჟებით?! -
ვნება ხერხემალზე ცეცხლად მომდებია!
სისხლი რატომ მიდუღს ასე გახელებით?!
ფიქრთა კოჰორტები რატომ მშორდებიან?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები