ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან ფხაკაძე
ჟანრი: პოეზია
5 მაისი, 2014


მკერდზე მიბჯენილ ცივი თოფის გაყინულ ლულას

მკერდზე მიბჯენილ, ცივი თოფის გაყინულ ლულას,
ვგრძნობ რომ დაუშვებს, ნაზი ხელი მოღუნულ სასხლეტს,
ჩვენი გრძნობების მარადიულ აღსასრულს ვფიცავ,
არ მენანება ეს სიცოცხლე, რომელიც დავთმე.

მკერდზე მიბჯენილ, ცივი თოფის გაყინულ ლულას,
მწარე ღიმილით ვეგებები ბოლო გასროლას,
ჩემი სხეული ეხლაც იგრძნობს შენს ფარულ ზრუნვას,
დამემშვიდობე, თავგანწირულ შენთვის მეგობარს.

მკერდზე მიბჯენილ, ცივი თოფის გაყინულ ლულას,
შენზე გაფრენილ, ოცნებებში დაკარგულ ღამეს,
კლავ მერამდენედ სიყვარულით ანთებულ გულებს,
კლავ და მძივებად დაატარებ გასროლილ მასრებს.

თენდება ღამე, ზღვის ტალღებზე ჩემი სხეული,
მკერდგახვრეტილი, მომღიმარი, თავისით ცურავს,
სადღაც ნაპირზე მიაბიჯებს შენი აჩრდილი,
მეკი ვეღარ ვგრძნობ, ცივი თოფის გაყინულ ლულას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები