ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
23 მაისი, 2014


ღრუბელი

ერთი პატარა ღრუბელი ვარ,
ქარის დაძახილზე დავდივარ,
ცა ჩემი მძიმე უღელია,
ზღვა ცრემლდაღვრილი დარდია,

მე ერთი თეთრი ღრუბელი ვარ,
სისხლისგან ვიცლები და არ ვკვდები,
სიოს უჩემოდაც უმღერია,
და დაურწევია აკვნები,

ფიქრისგან დაღლილი ღრუბელი ვარ,
მიწაზე წვეთ-წვეთად ვეშვები,
ჩემი ცრემლების ზღვა ულევია,
დამლიეთ,დამლიეთ პეშვებით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები