ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
1 დეკემბერი, 2008


სამხრეთული ტემპერამენტით

ქარი შიკრიკობას უარობს,
ფიქრებს ვანიავებ ფანჯრიდან,
სურვილებს გარშემო ვუარე,
სიშორეც ტყუილად დამჭირდა.

ვერა და ვერ გაგინაპირდი
შენ, ასე დაღლილს და დამაშვრალს,
ზეცისკენ ღიღინით აფრინდა
ჩემი მონატრების ბალადა.

გზა არის ისეთი ამაყი,
ზღვა კიდევ ისეთი გულღია,
ლექსები ჰყვებიან არაკებს,
ჰაერში ბგერების ბუმია.

მოდი და არ აჰყვე გაზაფხულს,
თვალებისმომჭუტველ მარტის მზეს,
თავადვე მიგიყვანს არნახულ,
კოცნებდაუშრეტელ ნაპირზე.

საღერღელაშლილი ვნებები,
სამხრეთული ტემპერამენტით
როკავენ... თანდათან ვნებდები
შენთან სიახლოვის მომენტებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები