ნაწარმოებები


პოეზიის საქველმოქმედო საღამო     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Theme=1528     * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
6 მაისი, 2014


პერსი ბიში შელი - საქორწინო სიმღერა

პერსი ბიში შელი - საქორწინო სიმღერა
I
განახვნე,  ძილო, ოქროს ჭიშკარი,
სადაც სიტურფე შეხვდება ძალას,
წყვდიადის ზღვაში სარკისებრ დარის,
მათი ხატება ენთოს ვარსკვლავად.
ღამევ, მთიების შუქი დაღვარე,
წყვდიადო, ცრემლი მოჰფინე ცვარად,
ნუ გაიღიმებ მერყევო მთვარევ,
როცა თვალს მოჰკრავ წყვილს - ერთგულს მარად.
მათ აღტაცებას ვერ ჰკიდონ თვალი;
ტკბილო საათო, რომ ხარ ფრთამალი,
გაიმეორე ფრენა ჩქარ-ჩქარა.

II
ანგელოზებო, თქვენ დაიფარეთ!
წმინდა ვარსკვლავნო, არიდეთ ავი!
დე, უსასრულოდ გაგრძელდეს ღამე,
სანამ გაჰფანტავს კუმეტს რიჟრაჟი,
ო, სიხარულო, შიშო და თრთოლავ,
სანამ დღის მნათი ცაზე ამოვა,
მალე ეწვიეთ, ნუ ელით პატიჟს!

6 მაისი, გიორგობა, 2014 წ.

ორიგინალი იხილეთ აქ:

http://www.poemhunter.com/poem/a-bridal-song/

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები