ნაწარმოებები



ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
7 მაისი, 2014


შენ (პოეზიას)

იდუმალი ხარ, როგორც ბერმუდი
და "დამღუპველიც"...
მაგრამ მე შენსკენ,
ხან საჰაერო და ხან საზღვაო ხომალდივით,
მაინც ჯიუტად მოვემართები...

და ვერ გპოულობ...

ორი სილურჯის შუამავალი მზის თანდასწრებით,
ნუთუ დადგება წამი,
მიუწვდომელი,
როცა მე შენში ჩავიძირები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები