ნაწარმოებები



ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
8 მაისი, 2014


დაგვიანებული სერენადა

რა გითხრა, ვინა ვარ ხომ მიხვდი,
რა ცეცხლიც მინთია, ხომ იგრძენ?
გინდა ათას ბოდიშს მოგიხდი,
ან ლექსებს მოგიძღვნი ორ იმდენს?

რა მოხდა თუ დავიგვიანე?
გპირდები, რომ სამაგიეროდ
სულ ყველა დღეს გაგიმზიანებ,
გპირდები, ჩემო მშვენიერო!..

ვიცი, რომ შანსი მაქვს მიზერი,
მაგრამ ზოგჯერ სუსტი ცხენიც ხომ,
ასრულებს მარულას ლიდერად,
მოვიგებ მეც, თუ ხელს შემიწყობ...

ღალატს, გთხოვ, ნუ მოიმიზეზებ,
ფიცი ხომ ჯერ არ დაგიდია,
ნუ გაცვლი ჩემს მთვარეს – სხვის მზეზე,
ზოგჯერ მთვარე – მზეზეც დიდია!..

რა გითხრა? - ვთქვი უკვე ვინცა ვარ,
ახლა, სხვა არც მაქვს რა სათქმელი.
მომენდე, და შენს თავს ვფიცავარ –
შენ ხატი, და მე კი სანთელი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები