ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
12 მაისი, 2014


მარეს

თავებდახრილი-ტირიან მთები,
და ცხენისწყალი ქალივით ბღავის,
შენ დაკეცილი გაშალე ფრთები,
დამსგავსებიხარ გაფურჩქნულ ყვავილს,

მიდიხარ,სადაც წასულა ბევრი,
მიდიხარ, სადაც სუყველა წავალთ,
თავმოუხდელი დაგირჩა ქვევრი,
ვინღა გამოთლის შენსავით ყავარს?!

მიდიხარ ცისკენ, სულდაწმენდილი,
ამაყად-თეთრი სვანური ქუდით,
სიკვდილმა დასვა ბოლო წერტილი,
და მიატოვე არწივმა ბუდე.

მაგრამ სიკვდილი ვერ აქრობს სახელს,
შენ,ჩვენს გულებში იცოცხლებ მარად,
ადრე თუ გვიან დრო ყველას ამხელს,
და შენს სიდიდეს ვერსად დამალავს.

თავებდახრილი გტირიან მთები,
არწივი მალავს ცრემლიან თვალებს,
შენ დაკეცილი გაშალე ფრთები,
უფალი გელის-გულმართალ "მარეს"!







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები