ნაწარმოებები



ავტორი: ჭა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
11 მაისი, 2014


***

რა ლამაზი გახდა ეს ხე ,
აქამდე მხოლოდ შიშველი ტოტები ეწყო ჰაერში...
ახლა კი,  თითქოს ამ  ტოტებზე, მწვანე კუნძულები ამოეზარდაო,
გადიდდა, გადიდდა ეს "კუნძულები " და ახასხასდა...
თვალი უკეთეს ვერ ნახავს, ისეთი ლამაზია.
მეც ვუცქერ მთელი დღე ჩემი აივნიდან და ვიძირები მის სიმწვანეში...
დაილოცოს შენი მარჯვენა ღმერთო!
ჰო, ღმერთის  ხელი ურევია  აქ, ამას სულელიც მიხვდება,
აბა ადამიანები,  რასაც ხელს მოვკიდებთ,  ყველაფერს  ვაფუჭებთ...-გავიფიქრე
და წარმოვიდგინე, ეს ხე ძირში გადახერხილი...-შემეშინდა.
ვიგრძენი, სქელ ტანში მასაც როგორ გააჟრჟოლა , მერე  კი ,
თითქოს თავიდან მოიცილა ცუდი აზრებიო,  "კუნძულები" ააშრიალა...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები