ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
20 მაისი, 2014


მეამბხე(შვილს)

ტაბუებს,კლიშეებს და დღეებს რუტინულს,
სიცოცხლეს,მიმავალს სულ ერთი დინებით,
გპირდები,მკვდარ დედას საფლავშიც ვუტირებ,
სულ ისე სადაა-ბედმა რაც ინება?!

დავამსხვრევს ზეცაზე-ჩარაზულ დარაბებს,
ოცნებებს მოვასხამ სიგიჟის მანტიას,
სიყვარულს არავინ არ უნდა მალავდეს,
თავისუფლებაა მთავარი ქარტია!

საკუთარ სიცოცხლეს ვაჩუქებ ეშაფოტს,
შენ, მაინც რომ გაჰყვე გაკვალულ ბილიკებს,
ბრბო არის იცოდე ნამდვილი ვეშაპი,
ამ ლექსსაც დაარქმევს სულელურ ლირიკას.


ტაბუებს,კლიშეებს და დღეებს რუტინულს,
სიცოცხლეს,მიმავალს სულ ერთი დინებით,
გპირდები,მკვდარ დედას საფლავშიც ვუტირებ,
სულ ისე სადაა-ბედმა რაც ინება?!









კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები