ნაწარმოებები



ავტორი: როენა_0310
ჟანრი: პოეზია
13 მაისი, 2014


ვკითხულობდი ემილ ზოლას...

გუშინ წვიმდა..გაზაფხულის
წვიმა მშლიდა, ცარცის ზოლად,
და გულს სევდაგადაკრული
ვკითხულობდი ემილ ზოლას...
მკვდარი ხელი ხელში მედო
მკვდარი ღამე ღამეს აწვა,
უფრო სწორად საიმედო
სხივი ბინდმა გადაძარცვა...
ამ სამყაროს მქონდა ვალი
თუ პირიქით მას ემართა,
ვჭოჭმანებდი , როგორც ლალი
ცოდო-მადლის შესაყართან...
ხაფანგივით ვნება იდგა
პირღიად და ყბაგახსნილად,
გარეთ ცრიდა, სულში წვიმდა
პირქუშად და მამასისხლად..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები