ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ჯავშანიძე
ჟანრი: პროზა
13 მაისი, 2014


(ეპიზოდი უსათაუროდან)

რეინი თავჩახრილი, გამომხმარ მიწაზე ფეხების ფხაკუნით მიაბიჯებდა სახლისკენ. არემარეს მტვრიანი ქარი გაბმულ ზუილს უქვავებდა ყურებში. სახლის ზღურბლზე ჩამომჯდარი ფრიდრიკი დაინახა. ფართოდ გალაჯულიყო კიბეზე, იდაყვები მუხლებზე ელაგა, ხელში კარტებს ათამაშებდა და თავი ჩაეხარა. გადმოფხატული ქუდი მის სახეს ჩრდილში კრავდა და შორიდან ფიგურის გრძელი ლურჯი ფეხები და წვრილი მკლავები მოჩანდა.
რეინი მიუახლოვდა, გვერდით ჩამოჯდა და ფრიდრიკის ხელთათმანებსა და კარტებზე სისხლი შენიშნა. წვეთები ნელ-ნელა ეშვებოდნენ ქვევით და მიწის ჩამსკდარ ღრმულში წითელ გუბეს წკაპ-წკაპით ავსებდნენ.
- გინდა ზღაპარი მოგიყვე? სამ ძმაზე... - დაიწყო ფრიდრიკმა.
- არა, არ მიყვარს ზღაპრები - გააწყვეტინა რეინმა.
- რატომ?
- ყველა ერთნაირია. უფლისწული დრაკონს კლავს და შეყვარებულს ათავისუფლებს. თანაც არარეალურია - კატეგორიული ინტონაციით განაცხადა რეინმა და ხელები გადააჯვარედინა.
- რეალურ ზღაპარში იცი რა ხდება?
- რა?
- დედოფალს დრაკონი უყვარდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები