ნაწარმოებები



ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
14 მაისი, 2014


***


ყელამდე...
იხრჩობა საფერფლე.
არ მშველის მარხვა და მერჩია,
ვინმე მოსულიყო დილიდან–
"მესია"....
ვერ,
ვერ, 
ვერ –
ვერგები ჩარჩოებს.
მეზრდება ზურგიდან ბორცვები,
და ვიცი,
ვერც ზეცას შევწვდები,
ჩემი მოგონილი ლოცვებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები