ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
15 მაისი, 2014


სულგამოცლილი

კბილებდაკრეჭილ ცხოვრებასთან დავრჩი პირისპირ
და ეს სამყარო თვითმკვლელობის არის ცდუნება,
ძვლებში გამიჯდა დედამიწის მთელი სირისტი,
ჩემი სხეული ვეღარ უძლებს დაუძლურებას...

შემძულდა ყველა,არსებობამ დაკარგა ფასი,
ვცდილობ, რომ ბოღმა ამყრალებულ სასმელში ჩავკლა,
მარტოობაა-ჩემს ფიქრებს რომ სიგიჟით ავსებს,
ჩემი დარდის და აგონიის,რა იცის ხალხმა?!

მივყვები დღეებს-როგორც ღელეს ხმელი ნაფოტი,
მივყვები მანამ-სანამ ტალღა სადმე გამრიყავს,
ვერგამხელილი ტკივილისგან-ხშირად  მაბოდებს,
სიზმრები,ფრთხილი ჩიტებივით სადღაც დამიფრთხა...

მღვრიე საღამომ გადაიცვა ღამის მარმაში,
არ შემიძლია, სიყვარულის რამე ვიწამო,
სანამ ფორტუნას მოსწყინდება ჩემთან თამაში,
უნდა დავასწრო და მანამდე გარდავიცვალო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები