ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
15 მაისი, 2014


პერსი ბიში შელი - ინდური სერენადა

I
როს მესიზმრები, წყდება სიზმარი
და უშენობა მაწვალებს ძილმკრთალს,
დაბერავს ღამის სუსტი ნიავი,
ცაში ვარსკვლავნი იწყებენ ბრიალს.
ძილგატეხილი ვტოვებ სარეცელს,
მაძალებს სული მყოფი ჩემს ფერხთით,
რომ უშენობას უმალ გავექცე
და ვდგავარ შენი სარკმელის გვერდით.

II
შეწყვიტა ქარმაც ყიალი ბნელში,
მაგნოლიების უტყვი ნაკადის -
ჩამპაკის ქრება ნაზი სურნელი,
ვით აქრობს სიზმრის ტკბილ ფიქრებს ცხადი.
მალე ბულბულის წყდება ჩივილიც,
კვდება მიჯნურის მკერდზე მიკრული,
მეც მიწერია მსგავსი სიკვდილი,
რადგან შენა ხარ  ჩემი მიჯნური!

III
წამომაყენე, ჩამიკარ მძლავრად,
ვკვდები, უშენოდ მომეღო ბოლო!
მალამოდ ეცხოს, იდინოს ღვარად,
ტუჩს და ქუთუთოს მსურს ეამბორო.
გაუფერულდნენ ჩემი ლოყები,
გული კი მიცემს ჩქარა, ხმამაღლა;-
ჩამიკარ მკერდში განმეორებით,
სადაც მომაკვდავ ამ გულს დაკრძალავ.


15 მაისი, 2014 წ.

ორიგინალი იხილეთ აქ:

http://www.poetryfoundation.org/poem/174391

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები