ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
15 მაისი, 2014


უცხოობა

იქ, საიდანაც მე მოდივარ,
ცხრა მზე ანათებს,
ცხრა ზეცას ცხრა კარი აქვს და
ცხრა ფერიც...
ცხრა კლიტე უნდა გააღო –
სასწაული რომ იხილო –
ცხრაჯერ ცხრა –
არცერთი მეტი ან ნაკლები...
იქ, საიდანაც მე მოვდივარ,
შვიდი მზე ანათებს –
შვიდფერი,
შვიდი სარტყელი აქვს ზეცას...
შვიდი კარია ჩარაზული
შვიდი ურდულით.
შვიდღამენათევმა უნდა გააღო,
სასწაული რომ იხილო –
შვიდჯერ შვიდი –
არცერთით მეტი ან
ნაკლები...
ჩემი სამშობლო –
უთვალავი ფერის და
უთვალავი ბგერის სამშობლოა,
სადაც სიტყვა ხილულია
და გემო აქვს...
მე მოვდიოდი ცხრა მთის გადაღმა
საცალფეხო ცხრა ბილიკით და
ხილული ბგერების სამშობლოდან
მომქონდა მიწა –
პურივით ნოყიერი და პურივით
მართალი მიწა,
რომ თქვენთვისაც მესწავლებინა
მიწის სიყვარული...
მე მოვდიოდი დასაბამიდან,
რომ ჩემი პეშვით გამთბარი წყალი –
ცხრა წყაროსა და შვიდი რუს წყალი –
მომეტანა თქვენთან როგორმე...
რა ცივად შემხვდით...
მე –
ფეხშიშველს,
დაღლილს,
ცრემლიანს,
უცხო მიწაზე...
რა ცივად შემხვდით...
არადა,
მხოლოდ სიყვარული მომქონდა
თქვენთან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები