ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
17 მაისი, 2014


მაგრამ მაინც, იქნებ...

დგახარ ეულად და გულთან ხელებს ითბობ,
თბილად რომ შეეხო ამ ჩემ ბროლის თითებს,
ცდილობ მაგრძნობინო შენი გულის სითბო,
იმედს გაგიცრუებ...
ალბათ მაპატიებ...
რადგან ხვდები, რომ მე მისი ერთგული ვარ,
უფრო მეტადაც კი, ვიდრე ჩემი თავის...
ჩემთვის გაცივდება ვიცი ეგ ხელები,
ვიცი, გულის სითბოს სულ ვერ შემინახავ...
მე კი იმედს მაინც დიდხანს გავიყოლებ,
რომ არ დამივიწყებ...
ჰოდა, მერე იქნებ,
ვიდრე საბოლოო ქარი წაგიღებდეს,
სწორედ მაშინ მოწვდე ჩემი სახლის კიდეს.
თუნდაც იქ არ დაგხვდე, იქნებ მე შენამდე,
თვითონვე ავუყვე მზემდე წამომართულ
თეთრი ღრუბლის კიბეს...
ვიცი, სხვა დროა და რაღაც დაიკარგა,
მაგრამ მაინც, იქნებ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები