ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
19 მაისი, 2014


პერსი ბიში შელი – ღამეს


დასავლეთიდან მოდი ფრთამალი,
სულო ღამისა!
დასტოვე მღვიმე აღმოსავალის,
ეული დღისით სადაც ხანგრძლივად,
ნუგეშის, ელდის სიზმრებს დაართავ,
რაც გაძვირფასებს, რითიც გვცემ თავზარს,
მოდი მალიად!


მოისხი შენი ლეგა ლაბადა,
ვარსკვლავ-ნაქარგი!
დღე დააბრმავოს თმათა ნაწნავმა,
შენი ამბორით გაუწყდეს ქანცი,
შემოიარე ზღვა და ხმელეთი,
შეეხე ყველას მბანგავი კვერთხით -
მოდი, ნანატრი!


როს ვიღვიძებ და ვხედავ განთიადს,
ვოხრავ შენს გამო;
დღე აქრობს, სადაც კი ცვარ-ნამია,
შუადღის ხვატი ყვავილებს აჭკნობს,
შვებისკენ ილტვის დღე მზის დასავლით,
არასანდომი სტუმრის ჯანჯალით,
ვოხრავ შენს გამო;


ძმობილი შენი სიკვდილი ყვირის,
მიხმე მუდარით?
ნისლიან თვალით კი შენი შვილი,
ძილი დამბზუის, ვითარც  ფუტკარი,
გსურს შენს მახლობლად დავიდო ბინა?
გთხოვ მიპასუხო, ხომ არ გინდივარ?
არა! – ვუთხარი.


მოკვდები, როცა მოვა სიკვდილი,
ძალიან ჩქარა –
როდესაც წახვალ, გეწვევა ძილი;
არ ვთხოვ წყალობას არცერთ მათთაგანს,
რასაც შენ შეგთხოვ, მიჯნურო ღამევ –
მსურს მომეახლო ფრენით სულ მალე,
მეწვიე, ჩქარა!

19 მაისი, 2014 წ.


ორიგინალი იხილეთ აქ:

http://www.poetryfoundation.org/poem/174414

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები