ნაწარმოებები



ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
20 მაისი, 2014


უკუღმართო!

იმდენჯერ გაგიმეორეს, რომ -
აწი მაინც ვერაფერს შეცვლი,
შენს კედელზე
ფესვი გაიდგა ცერცვმა.
ახლა მოიმკან მოსავალი,
მიდიხარ! გბეზრდება რუტინა...
გამარჯობა – აუღებელო ციხეებო,
მოლიპულო ბილიკებო,
ეკალ-ბარდებო,
ნუ ჩაბარდებით!
ერთხელაც იქნება, დაიღლება და მოკვდება.
გახდიან სამოსს და  ქალის სხეულს აღმოაჩენენ,
მეომრის ჩონჩხზე შემოცმულს.
აღმოაჩენენ გულსაც, რომელსაც შურდა
"უთავმოყვარეო" ღმერთის,
რომელიც ყველასთან მიდის,
მთავარია დაუძახონ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები