ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ციცინო
ჟანრი: პოეზია
22 მაისი, 2014


somnium

აქ სიჩუმეა... საოცარი სიჩუმე ყვავის,
როგორც უდაბნოს გარიჟრაჟი,
გლიცინიები...
ვერ ვგრძნობ სიმშვიდეს,
ნაპირთან კი ქაფდება წყალი,
სადღაც, შორეთში, მზე ჰორიზონტს მისჩერებია...
შენ კი სივრცეში პარალელურ,
ზეცას აჩნიხარ,
უფრო სწორად კი ზეცა დაგაქვს
სულით, თვალებით, ფიქრით,
ხარ სხვაგან, მერე ისევ ა.შ. და ასე,
მე კი სიჩუმეს დავაცადო უნდა გალობა.
აქ, ჩემი სივრცის ვაკუუმში,
დავდივარ მარტო,
ხანაც მარტივი, გესლიანი წვიმა მახელებს,
თუ გავარღვიე ეს მუდმივი უწონადობა,
იქნებ ადგილიც მივუჩინოთ ერთად ამ ხელებს
შენს მხრებზე...
...მერე შორიახლო გაწვეს ზღვასავით,
სიმშვიდე...
სულში ჩაგვისახლდეს,
არ მომწყინდება,
იმ სიზმრის თბილი სიუჟეტი,
სადაც მასწავლი ღიმილს
და უწევს მზეს
ღრუბლიდან გამობრწყინება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები